რეპერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული.

გასულ კვირას მისი დაპატიმრება ნიუ-იორკში მოხდა მთელი რიგი სამოქალაქო საჩივრების ფონზე.  ბრლდებული რეპერ დანაშაულს უარყოფს.

პროკურატურის მტკიცებით, კომბსი ბრალდებულია რამდენიმედღიანი დახურული ღონისძიებების დროს დიდი ოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და ამ ღონისძიებებზე სექსტრეფიკინგში. გავრცელებული ცნობით,  წვეულებაზე მყოფ ქალებს ხშირ შემთხვევაში სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ და ნარკოტიკს მათი ნების საწინააღმდეგოდ აძლევდნენ.

პროკურორების განაცხადებით, რეპერი წვეულებებზე გადაღებულ ვიდეოებს მანიპულაციისა და შანტაჟისთვის იყენებდა. ცნობილ რეპერთან ერთად ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებიც იყვნენ ჩართული, თუმცა ამ დროისთვის არავინაა დაკავებული. ჩხრეკისას მის სახლში აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და 1000-ზე მეტი ბოთლი ლუბრიკანტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ წვეულებებს ჰოლივუდის ცნობილი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მისი იურისტები ცდილობდნენ მის გათავისუფლებას გირაოს მეშვეობით, მაგრამ მოსამართლეებმა ორჯერ უარყვეს გირაო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1727517909

სოციალური მედია

,,შე სააკაშვილის ხროვის შემადგენელო ფურუნკულო და ამავე ხროვისგან ასაფეთქებლად გამეტებულო, რით ვერ ძღები ქართველი ხალხის სისხლით?!” - გიორგი მამაცაშვილი თარგამაძეს მიმართავს

გამომცემლობა „რეპორტიორის“ დირექტორი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში გივი თარგამაძის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსი „ქართული ოცნე...

გიორგი მამაცაშვილი

1727513702

საზოგადოება

გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა

 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა.  კვლევა მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს ეძღვნება. საქართველო მსოფლიო რეიტი...

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

1727511974

საზოგადოება

ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.  „ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქარ...

ამინდი

1727510806

ახალი ამბები

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარი განათლების...

გიორგი ამილახვარი

1727509675

ახალი ამბები

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა - დაკავებულია ერთი პირი

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ...

პოლიცია, ლენტი, პატრული