საარტილერიო შეტევის განახლებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ - დაღუპულია 100-მდე ჯარისკაცი

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აზერბაიჯანის არმიამ შეტევა განაახლა.
„გასული ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანის არმია უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებდა სომხეთის ქალაქ ჯერმუკთან, თუმცა, სხვა მიმართულებებით რაიმე არსებითი ინციდენტები არ ყოფილა, დღეს დილიდან კი, მოწინააღმდეგე არტილერიის, ნაღმმტყორცნების და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით უტევს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, განსაკუთრებით, ჯერმუკსა და ვერინ შორჟას“- ამბობს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, არამ ტოროსიანი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასულ ღამით და დღეს დილით დაარღვია სომხეთის არმიამ. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო დანადგარების და ნაღმმტყორცნების გამოყენებით დაცხრილა აზერბაიჯანის არმიის პოზიციები ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებში.
აზარბაიჯანი-სომხეთის საზღვართან საბრძოლო მოქმედებები 12 სექტემბერს, ღამიდან განახლდა. საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან, 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 დედა გარდაეცვალა, ბიჭს ნერვიულობაზე ლეიკემია განუვითარდა - მეგობრები 18 წლის დათას ემშვიდობებიან
1745001906
მსოფლიოსტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია
იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გ...
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...