ტრამპი: უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს - შეთანხმების დადება გვინდა, რომ რასაც ვაძლევთ, გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს

შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, გააგრძელოს უკრაინის დახმარება უკრაინული ძვირფასი იშვიათი მინერალების სანაცვლოდ. ვაშინგტონი უკრაინის გარანტიებზეც მუშაობს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ უკრაინასთან შეთანხმების დადება გვინდა, რომელშიც ისინი დედამიწის იშვიათი მინერალებით იმის გარანტირებას უზრუნველყოფენ, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ. ჩვენ უკრაინას ვეუბნებით, რომ მათ ძვირფასი დედამიწის იშვიათი მინერალები აქვთ. გვსურს, რომ რასაც ვაძლევთ გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კით კელოგი უკრაინასა და რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნა.

„ჩვენ მივაღწიეთ დიდ პროგრესს რუსეთსა და უკრაინაში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1738603758

მსოფლიო

ილონ მასკი: USAID ფულს უხდიდა მედია ორგანიზაციებს თავისი პროპაგანდის გამოსაქვეყნებლად

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი USAID-ის საქმიანობას ეხმაურება. „USAID ფულს უხდიდა მედია ორგანიზაციებს თა...

ილონ მასკი

1738603483

მსოფლიო

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნ...

 მარკო რუბიო

1738602247

საქართველო

მარიამ ლაშხი: „დიფ სთეითის" ქსელები საქართველოში აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო - საქართველოს სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე

„დიფ სთეითის" ქსელები საქართველოში კვლავ აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი X-ზე წერს. მისი განცხადებ...

მარიამ ლაშხი

1738598885

მსოფლიო

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი ააფეთქეს - არმენ სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მოსკოვში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი ააფეთქეს. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ არმენ სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია და...

არმენ სარქისიანი

1738598102

საქართველო

ლევან მაჭავარიანი: აშშ-ის საელჩო არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ პრიორიტეტებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომელიც მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხება. „...

ლევან მაჭავარიანი