20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.
მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების - „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.
ამასთან, აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
1745064932
ახალი ამბებიაღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. „19 აპრილის 23:00...
1745063057
ახალი ამბებიიერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობ...
1745062253
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...
1745061592
საზოგადოებააფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალ...
1745057335
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი - ჯო უილსონის თავხედური განცხადება არის აღიარება, რომ ის „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, არ მგონია, ეუთო-ს ხელმძღვანელობამ მისი განცხადებები გაითვალისწინოს
არ მგონია, ეუთო-ს და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჯო უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა....