გურამ მაჭარაშვილი - ჯო უილსონის თავხედური განცხადება არის აღიარება, რომ ის „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, არ მგონია, ეუთო-ს ხელმძღვანელობამ მისი განცხადებები გაითვალისწინოს

 არ მგონია, ეუთო-ს და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჯო უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ეუთო-ს გენერალური მდივნისთვის მიწერილ წერილზე, სადაც უილსონი ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, უილსონის თავხედური განცხადება ადასტურებს, რომ უცხოური ძალისთვის საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არანაირი პატივისცემა არ არსებობს.

„საზოგადოებამ იხილა, რომ უილსონი არის ჩვეულებრივი დაქირავებული რეკლამის მწარმოებელი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გააკეთებს განცხადებებს და ამაში აიღებს თანხებს. სამწუხაროდ, ეს არის ჩვეულებრივი დაქირავებული სარეკლამო აგენტი. უილსონი კი არა, ჩვენ ვიცით, რომ მთელი ევროკავშირი და მისი ბიუროკრატია ებრძვის ზოგადად დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და ღირებულებებს. ამას აღიარებს აშშ-ის პრეზიდენტი, ის ამბობს, რომ ამერიკაშიც ჰყავს მას მოწინააღმდეგე „დიფ სთეითის“ სახით. შესაბამისად, უილსონის დონის კი არა, მასზე უფრო მაღალი დონის „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არსებობენ.

უილსონის ეს თავხედური განცხადება მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ არ არსებობს უცხოური ძალისთვის არანაირი ფაქტორი და არანაირი პატივისცემა საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის. ყველამ, მათ შორის, უილსონმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რაც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს. ეს არის მორიგ ჯერზე აღიარებითი ჩვენება, რომ უილსონი წარმოადგენს „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ პატარა შემადგენელ ნაწილს, რომელიც ებრძვის არამარტო საქართველოს, არამედ უკვე ძალიან ბევრ ქვეყანას, სადაც არის ეროვნული ღირებულებები წინა ხაზზე.

მე არ მგონია, რომ ეუთო/ოდირის და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს. დიდი იმედი მაქვს, ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია და არ მგონია, უილსონის დონის პოლიტიკოსების განცხადებას რაიმე მნიშვნელობას მიანიჭებს. გამომდინარე იქიდან, რომ ის არაერთგზის მხილებულია, როგორც არასწორ გარიგებების დადებაში, ისე თანხების აღებაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745063057

ახალი ამბები

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

 იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობ...

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

1745062253

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...

ააა

1745061592

საზოგადოება

აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალ...

დევნილები

1745055552

მსოფლიო

ილონ მასკი: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა

 აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, - განაცხადა აშშ-ის მთავრობი...

ილონ მასკი

1745055220

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისღრმაღელეს სათავე ნაგებობასელექტროენერგიის მიწოდება ავარიულადშეუწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილისდილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნისრაიონების მ...

წყალი