„აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი“ - შსს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის
თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აცხადებენ შსს-ში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716286693

ახალი ამბები

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები დავით კეზერაშვილს ხვდებიან

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ. „კურიერის“ ინფორმაციით, პარტია „ახალის“ ლიდერები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად წავიდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, გვარამია-მელიას კეზერაშვილთან შეხვედრის...

პოლიტიკოსები

1716285615

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო: ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია - იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ეხმაურება საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აშშ-სთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას...

პარტია "ქართული ოცნება"

1716282936

ჰოროსკოპი

„შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე, რომელსაც აქამდე ვერ იწყებდით“ - 21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი - რა უნდა გავითვალისწინოთ დღეს გადაწყვეტილებების მიღებამდე და ვისთვის შეიძლება იყოს დღეს წამოწყებული ახალი საქმე დიდი წარმატების დასაწყისი - ამის შესახებ „დილა მშვიდობი...

ნინა სუსლოვა

1716280363

ახალი ამბები

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, ამას ალტერნატივა არა აქვს“ - კახა კალაძე

„მე არ მინდა ღიად ვისაუბრო, თუმცა კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ზეწოლა, მოწოდებები იყო, ასევე საჯარო განცხადებები კეთდებოდა, რომ ესე იგი ჩვენ უნდა დაგვეორგანიზებინა ჩარტერები და უკრაინაში უ...

პოლიტიკოსები

1716277881

სოციალური მედია

ზურა ბერიკაშვილის დისშვილი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე, სოციალურ ქსელში ბიძასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ზურას მდგომარეობა არ იცვლება. როგორც ანო ამბობს, მსახიობს თვალები გახელილი...

ზურა ბერიკაშვილი