ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 

დემოკრატიული პროცესები და საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ამ მიმართულებით, ქვეყნების გამოცდილების განხილვა, გამოწვევები, რეფერენდუმის დაგეგმვა, ჩატარება და მისი მნიშვნელობა - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის - სახელწოდებით „ძლიერი ინსტიტუციები: პირდაპირი დემოკრატიის წინსვლა, ხელშეწყობა და საარჩევნო ადმინისტრაციების ხედვა“ ნაწილში მხარეებმა განიხილეს. მოლდოვას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, რუმინეთისა და მექსიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაში გიორგი კალანდარიშვილმა სხვადასხვა მიმართულებით ვრცლად ისაუბრა. მათ შორის, პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციების როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ხაზი გაუსვა დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა უფლებამოსილებისა და ამომრჩევლების უშუალო მონაწილეობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და საქმიანობებს და ისაუბრა ამ პროცესის მნიშვნელობაზე არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის ნაწილში. კალანდარიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. მან ფართო აუდიტორიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ცესკოს მიერ გამოყენებული საშუალებების, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების შესახებ, ასევე ინფორმირებული ამომრჩევლის მნიშვნელობაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც როგორც მან აღნიშნა დეზინფორმაციით არასწორი აღქმების ჩამოყალიბების პრევენციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს.

პანელური სესიის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიურ ინტერვენციასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. დისკუსიის ბოლოს კალანდარიშვილმა საარჩევნო კულტურის განვითარებაზე, ამ მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზეც ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კულტურის განვითარება და ინფორმირებული ამომრჩეველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამასთანავე, ფორუმის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუმინეთის მუდმივმოქმედ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - ტონი გრებლას შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში ამავდროულად გაიმართა მეორე შეხვედრაც, რომელსაც საქართველოს გარდა ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებიც. აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს 6-9 ივნისს დაგეგმილ ევროპარლამენტის და რუმინეთის ადგილობრივი არჩევნების მზადების პროცესზე, რომელსაც საქართველოს ცესკოს წარმომადგენლები შესაბამისი მოწვევის საფუძველზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დააკვირდებიან.

15-18 მაისის გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური სესია საარჩევნო საკითხებზე, რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო ადმინისტრაციების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) მიერ იყო ორგანიზებული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1733150120

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7794 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1733145894

საზოგადოება

„ვისაც გინდათ ტოლობის დასმა 7 ნოემბერსა და დღევანდელ რეალობას შორის, აშკარად, მშვიდობიანი აქციის სხვადასხვანაირი განმარტება გვაქვს... უნდა გავიაზროთ, რომ მიმდინარე აქციები არაფერ კავშირშია მშვიდობიან პროტესტთან“ - მარიამ ზაქარიაშვილი

საკრებულოს წევრი მარიამ ზაქარიაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც პარალელს ავლებენ 7 ნოემბრის დღესთან. როგორც მარიამ ზაქარიაშვილი სოციალურ ქ...

მარიამ ზაქარიაშვილი

1733143357

საზოგადოება

„სამწუხარო ამბის შემდეგ, მინდა დაგამშვიდოთ, ყველაფერი რიგზე მაქვს, ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია“ - გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართავს. როგორც გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, ფიზი...

 გიორგი მიქაუტაძე

1733139542

საზოგადოება

„ემიგრანტები სამარცხვინოები ხართ... ჩამობრძანდით, თუ ასე გინდათ საქართველოს კეთილდღეობა აქედან მითხარი, აქედან მებრძოლე“ - თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა ემიგრანტებს

„ემიგრანტები სამარცხვინოები ხართ“, - ასე მიმართავს ემიგრანტებს მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც „მთავარ არხზე“ მუშაობს, მათ შორის მისი ვაჟი კოკო როინიშვილიც ამავე არხის თანამშრომელია. იგი ემიგრანტ...

თამრიკო ჭოხონელიძე

1733137218

საზოგადოება

ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი დააყაჩაღეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ წევრი გიორგი მიქაუტაძე საკუთარ სახლთან დააყაჩაღეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. როგორც franceinfo წერს, გიორგი მიქაუტაძე საღამოს საათებში თანმხლებ პირთა...

გიორგი მიქაუტაძ