„არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ“ - კელი დეგნანი
„არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს 2008 წლის შემდეგ მილიარდი დოლარის დახმარება გაეწია, ჩემი და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს გაძლიერებასა და თავდაცვის უნარების განმტკიცებაში დიდი ძალისხმევა ჩაიდო. საქართველოს თავდაცვის ძალები 2008 წელთან შედარებით ამერიკასთან და სხვა მეგობრებთან თანამშრომლობის შედეგად გაძლიერდა.
ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია ვაჩვენოთ რუსეთის აგრესიას, რომელმაც ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა უკრაინის ქალაქები. სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენისკენ.
მინდა ცხადად განვაცხადო, რომ არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა რა მოლოდინიც არსებობს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგია, იქნება ეს ჩემი ქვეყანა, თუ ნებისმიერი სხვა არის ის, რომ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, იქნებოდა ეს მიმართული ირანის თუ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის და ყველა იმ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლებსაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სჯერა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი გაიმიჯნოს - ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე.
საქართველო ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს. გავიმეორებ, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა სწორედ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ასევე საინტერესოა:
1737130556
მსოფლიოორბანი: მწარე, რთული და მტკივნეული წარუმატებლობის ოთხი წელი - „დემოკრატების“ მმართველობის ოთხი წელი დასასრულს უახლოვდება
მწარე, რთული და მტკივნეული წარუმატებლობის ოთხი წელი - „დემოკრატების“ მმართველობის ოთხი წელი დასასრულს უახლოვდება, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „2020 წელს, თაღლითობას რომ არ...
1737128652
მსოფლიოტრამპი: პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გავხადოთ
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. „ძალიან კარგი სატეკეფონო საუბარი შედგა როგორც ჩინეთისთვის, ასევე აშშ-ისთვის. ჩემი მოლოდინია, რო...
1737123834
ახალი ამბებიგორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა
გორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა. როგორც „მოზაიკა“ წერს, დაღუპული დარაჯად მუშაობდა. კაცს ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობე...
1737121082
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის, ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია
„დღეს ბაქოში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა საშუალება, პირადად შევხვედროდით, გვესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდ...
1737119604
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელია და 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8412 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...