ველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას - მაიკ უოლცი

ველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
მაიკ უოლცის თქმით, მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკაში გრენლანდიის საკითხი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.
„არის რუსეთი, რომელიც ცდილობს, გახდეს არქტიკის მეფე 60-ზე მეტი ყინულმჭრელით, ზოგიერთი მათგანი ატომურ ენერგიაზე მუშაობს. იცით, ჩვენ რამდენი გვყავს? ორი და ერთს ახლახან ცეცხლი გაუჩნდა. ეს ეხება კრიტიკულ მინერალებს, ეს ეხება ბუნებრივ რესურსებს. საქმე ისაა, რომ ახლა, როდესაც პოლარული ყინულის ქუდები უკან იხევს, ჩინელები აშენებენ ყინულმჭრელებს და მოძრაობენ იქ.
ასე რომ, ეს არის ნავთობი და გაზი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება. დანია შეიძლება იყოს შესანიშნავი მოკავშირე, მაგრამ გრენლანდია, რომელზედაც ის ახორციელებს ოპერატიულ კონტროლს, არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ერთგვარი გარეუბანი. ის დასავლეთ ნახევარსფეროშია, მრავალი პრეზიდენტი ცდილობდა მის შემოტანას ჩვენს სფეროში.
ვხედავთ გადაზიდვის ბილიკებს და გადაზიდვებს ჩრდილოეთის მხარეს, ცნობილ ჩრდილო-დასავლეთის გადასასვლელს. ეს ყველაფერი დაცული უნდა იყოს. ახლა ჩვენ არ გვაქვს არცერთი ბაზა ალასკის ჩრდილოეთ მხარეს და გვჭირდება, რომ კანადელები გააქტიურდნენ.
ნატოს თავდაცვითი ხარჯებით ისინი ბოლო არიან. ეს არის ამერიკის ისევ გამოჩენა დასავლეთ ნახევარსფეროში, ეს ეხება კარტელებს, პანამის არხს, გრენლანდიას, ამერიკის ყურეს, მე ველოდები რუკების ხელახლა დახატვას. შეგიძლიათ, უწოდოთ მონროს დოქტრინა 2.0, მაგრამ ეს ყველაფერი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“-ს დღის წესრიგის ნაწილია და ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო იგნორირებული“, - აღნიშნა მაიკ უოლცმა.
1739729305
ახალი ამბები„რა გჭირთ, მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ“ - აჩიკო ბერიძე ბათუმის ტრაგედიაზე
15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლო...
1739725172
ახალი ამბები„მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ, ჩვენ არ გვქონდა იმის გაჭირვება რომ ჯართი მოეკრიბა“ - ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა
ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული...
1739723281
ახალი ამბებიწყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნ...
1739720325
ახალი ამბებიბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუ...
1739719415
მსოფლიოგერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან
პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...