არჩილ გორდულაძე აშშ-ის ელჩის საგარეო უწყებაში მისვლაზე: აგენტურის ბევრ წარმომადგენელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა

კარგია, რომ აშშ-ის ელჩი მიბრძანდა საგარეო უწყებაში და აღინიშნა, რომ საქართველოს ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„კარგია, რომ აღინიშნა, რომ საქართველოს ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ ნდობა გამოცხადებული მთავრობის ერთ-ერთი წევრის, მაკა ბოჭორიშვილის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ზუსტად ასეთ განცხადებებს. კოვზი ნაცარში ჩაუვარდა აგენტურის ძალიან ბევრ წარმომადგენელს.
რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ასეთ ურთიერთობებს და გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე, მათ შორის, ვგულისხმობდით იმ ყველაფერს, რომელიც იყო წარსულში ძალიან ცუდი გამოცდილებები, ამ გამოცდილებების შეცვლას და ურთიერთობების დამყარებას ისეთ დონეზე, როგორც ეს შეეფერება ორ თანაბარუფლებიან ღირსეულ ქვეყანას.
ვნახოთ, როგორი იქნება დამატებით განვითარებული მოვლენები. რაც მთავარია, ინფორმაციები გაცვლილია, ისაუბრეს პირველმა დიპლომატმა და შესაბამისად, ელჩმაც და ვნახოთ შემდეგში განვითარებული მოვლენები. კარგია, რომ ასეთი შეხვედრები შედგება.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით წარსულში, ჩვენი გუნდის არაერთი ლიდერი ამბობდა, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველასთან ვისაუბროთ, იქნება ეს დახურულ კარს მიღმა, თუ ღიად. ასე, ანალოგიურად გავაგრძელებთ ყველასთან საუბარს, მათ შორის, ჩვენი სიმართლის თქმას, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას და ჩვენი არგუმენტაციის წარდგენას. რა თქმა უნდა, მოვისმენთ სხვა პასუხებსაც, სხვა საფუძვლებსაც. რაც მთავარია, ეს ყველაფერი აუცილებლად გაკეთებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს გორდულაძე.
1742019541
ახალი ამბებიჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დასრულდა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დასრულდა. მოკლული მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. თვითმხილველების ინ...
1741984923
საზოგადოებათბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. ამ დროისთვის, ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს შემოსაზღვრული, სადაც მოქალაქეებს არ უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს უცნობმა ადამიანმა ცეცხლსასროლი...
1741982232
საზოგადოებასოსო გალუმაშვილი: უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები ენდობიან ამ ორგანიზაციებს და ალბათ, ქვეყანასაც
უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა, - წერს სოციალურ ქსელში ბიზნესკონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრ...
1741978540
მსოფლიოიტალიაში წყალდიდობას ებრძვიან, ფლორენციასა და პიზაში განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა
„ბიბისის“ ცნობით, კოკისპირული წვიმის გამო, იტალიის ორ რეგიონში, ტოსკანასა და ემილია-რომანიაში მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის შესახებ აფრთხილებენ. ტოსკანას ადგილობრივმა ხელისუფლებამ გ...
1741978397
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაყიდვაზე: ალამუთის ციხე დაეცა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაყიდვის ფაქტს ეხმიანება. „ალამუთიც ციხე დაეცა”, - წერს შალვა პაპუაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისი გ...