ნიკა გამყრელიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: შეგვეძლო გვესაუბრა დასავლელ პარტნიორებთან {რუსეთის სანქცირებაზე} და მათგან დიდი ბენეფიტი მიგვეღო

ბიზნესმენი ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და აცხადებს, რომ „შეგვეძლო ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან გვესაუბრა ამაზე და ძალიან დიდი ბენეფიტები მიგვეღო ქვეყნის სასიკეთოდ“.
„ცალსახაა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ იარაღი არ უნდა მიგვეშვირა რუსეთისკენ. ამის არც შესაძლებლობა გვაქვს და არც უნდა გაგვეკეთებინა. აქ ორი აზრი არ არის. უბრალოდ, როდესაც ვეხებით სანქციებს, ერთი იყო მორალური პოზიცია, რა პოზიციას დავიჭერდით და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ძალიან პრაგმატული პოზიცია, რომ შეგვეძლო ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან გვესაუბრა ამაზე და ძალიან დიდი ბენეფიტები მიგვეღო ქვეყნის სასიკეთოდ“- აღნიშნა გამყრელიძემ.
წამყვანის კითხვაზე თუ რა ბენეფიტი შეიძლება მიეღო საქართველოს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციის დაწესების სანაცვლოდ და საერთოდ უნდა დააწესებინა თუ არა ხელისუფლებას სანქციები, გამყრელიძე კვლავ იმეორებს, რომ დასავლელი პარტნიორებისგან დიდი სარგებლის მიღება შეიძლებოდა, ხოლო საფინანსო სექტორს სრულად აქვს დაწესებული სანქციები რუსეთისთვის.
„სანქციების დაწესებაზე არ ვსაუბრობ, აქ ვსაუბრობ, რომ გვესაუბრა ჩვენ პარტნიორებთან და შეგვეძლო ძალიან დიდი ბენეფიტები მიგვეღო როგორც მოსაზღვრე ქვეყანას ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ჩვენ სანქციების პირობებში დაწესებული გვაქვს სანქციები, საბანკო სექტორი სრულად თანხვედრაშია სანქციების პოლიტიკასთან. სხვა რა არის ეს, ხომ? საქართველოს დაწესებული აქვს. საფინანსო სექტორს სრულად აქვს დაწესებული სანქციები რუსეთისთვის. სხვა გზა არ აქვს საფინანსო სექტორს, რომ სხვანაირად მოიქცეს დღეს. მინიმუმ უნდა გვემსჯელა ამაზე რა ჯობია“- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
1742047565
მსოფლიოვიქტორ ორბანი - დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ვიქტორ ორბანმა ასევე კვლავ გამორიცხა უკრ...
1742046996
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ოპოზიცია რთულ ვითარებაშია და საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია რთულ ვითარებაშია და საბაბებს ეძებს, არ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. დეპუტატის თქმით, ოპოზიც...
1742044394
მსოფლიოკანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი დადო და ჯასტინ ტრიუდო თანამდებობაზე ოფიციალურად ჩაანაცვლა
კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ფიცის დადებისას მან ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ მესამეს, ასევე მის მემ...
1742042800
ახალი ამბებიმიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრ...
1742042699
მსოფლიოსერბეთში მანქანა საპროტესტო აქციაში შევარდა - არიან დაშავებულები
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ავტომობილი სტუდენტების აქციაში შევარდა. დაშავდა სამი ადამიანი. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. 50 წლის მძღოლი დაკავებულია. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. სერბეთ...