აშშ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს - რუსული დაზვერვა

ვაშინგტონს მტკიცედ სურს, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდეს და ამის მიღწევას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეეცდება, ამისთვის კი აშშ-ის ადმინისტრაციაში შემუშავებულია სპეციალური კამპანია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„საგარეო დაზვერვის სამსახურის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ვაშინგტონს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში უკვე შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამმართველოს პრესსამსახურში.

„ტასი“ წერს, რომ 9 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა აშშ-სა და ევროკავშირთან მიმართებით და მას „გაუაზრებელი და მტრული“ უწოდა. ზურაბიშვილმა ასე შეაფასა ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების, „ღირსეული პარტნიორი-2024“-ის გაუქმება და ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 30 მლნ ევროს გაყინვის შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1721228412

საზოგადოება

„ჩემი ბავშვობა საინტერესო იყო იმით, რომ მქონდა ბედნიერება მეცხოვრა ქალაქშიც და სოფელშიც“ - რას ჰყვება ზვიად ბოლქვაძე

მუსიკოსი  ზვიად ბოლქვაძე მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც მის მიერ დასმულ შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა: - მაინტერესებს თქვენი ბავშვობა. სულიერი მდგომარეობა, რა აზრები გაწუხებდ...

 ზვიად ბოლქვაძ

1721228265

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და ის საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, არ გვჭირდება მავნებლები ოპოზიციაში“ - ლევან მაჭავარიანი

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და ის საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში...

ლევან მაჭავარიანი

1721226540

საზოგადოება

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ

ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და...

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე

1721222257

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6952 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1721221770

ახალი ამბები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ასაკოვან ქალს ეძებენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ასაკოვან ქალს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის ბოლოს 16 ივლისს ქვედა საზანოს ტერიტორიაზე ნახეს. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 599 305 316 რუს...

დაკარგული ქალი