აშშ-ში McDonald's-ის ჰამბურგერით 49 ადამიანი მოიწამლა, ერთი გარდაიცვალა
აშშ-ის რამდენიმე შტატში სწრაფი კვების რესტორნის, McDonald's-ის Quarter Pounder-ით გამოწვეული ნაწლავური ჩხირით 49 ადამიანი მოიწამლა, 9-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ერთი კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ The Guardian იუწყება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, მსგავსი შემთხვევები შეერთებული შტატების 10 შტატში დაფიქსირდა.
„წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაავადებულთა უმეტესობამ McDonald's-ის Quarter Pounder („მეოთხედი სენდვიჩი“) მიირთვეს. ახლა გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, კერძის რომელი ინგრედიენტი იყო ინფიცირებული“,- განაცხადეს CDC-ში.
McDonald's-მა საეჭვო ბურგერები ქსელიდან ამოიღო. რამდენიმე შტატში მან მოხმარებიდან ახლად დაჭრილი ხახვი და 1/4 ფუნტის წონის საქონლის კატლეტი ამოიღო.
ნაწლავის ჩხირი, რომლითაც McDonald's-ის კლიენტებს დაუდგინდათ, როგორც წესი, კუჭის სპაზმს და დიარეას იწვევს. დაავადების კლინიკური გამოვლინება ინფიცირებიდან 3-4 დღეში ხდება. ინფიცირებულთა უმეტესობა 5-6 დღის შემდეგ სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება თირკმელების პრობლემა შეექმნას და მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ.
აშშ-ში მიმდინარე წლის ზაფხულში ათობით ადამიანი ხორცის დელიკატესებით, Boar's Head-ით მოიწამლა. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.
1732131961
სოციალური მედიალელა მებურიშვილი ბუკინგემის სასახლეში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიდი ხანია ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, მიმდევრებს ხშირად ანებივრებს მისი ცხოვრების ამსახველი ულამაზესი ფოტოებით. ამჯერად მსახიობმა ბუკინგემის სასახლეში გადაღებუ...
1732129152
ჰოროსკოპი„თუ ხარ ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა და დოკუმენტებს ელოდებოდა, ძალიან მალე ეს საქმე მოგვარდება“ - რას ამბობს მარიამ ციმინტია
ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით ძალიან კარგადაა ცნობილი. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ბევრი გამომწერი ადევნებს თვალს. ამ...
1732123567
სოციალური მედიამაკა ზამბახიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „ულამაზესი და დახვეწილი“
მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფ...
1732118502
სოციალური მედიაბათუმში 5.900კგ ბავშვი დაიბადა - „ახალშობილიც და მისი დედიკოც თავს შესანიშნავად გრძნობენ“
20 ნოემბერს, ბათუმში, Bau International Hospital-ში გოლიათი ნიკოლოზ კაპანაძე დაიბადა, რომელიც თითქმის 6 კილოს იწონის და სიმაღლეში 56 სანტიმეტრია. საავადმყოფოს ინფორმაციით, დედას საკეისრო კვეთა ჩაუტარდ...
1732113453
საზოგადოებავაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
ავტოსაგზაო შემთხვევას ვაზისუბანში მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ცნობით, ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და ამოყირავდა. შედეგად, დაიღუპა მძღოლი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამო...