ბიძინა ივანიშვილი - თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ

„გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ.

მისივე თქმით, საქართველო გამოკვეთილი ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.

„ჯერ კიდევ 2014 წელს დავაფუძნე „საზოგადოება 2030“. მაშინ ევროკავშირის წევრობა ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა და გაწევრიანებაზე საჯაროდ საუბარს ვერიდებოდი, რადგან საზოგადოებას ჩემი ჭარბი ოპტიმიზმი შეიძლებოდა არ მოწონებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. დღეს, როდესაც 2030 წლამდე სულ რაღაც 6 წელია დარჩენილი, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.

გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის.

ჩვენი ფეხბურთელების წარმატებამ გაგვიმყარა რწმენა, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია. ქართველ გულშემატკივარს აუხდა 30-წლიანი ოცნება და საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მჯერა, რომ ეს უდიდესი წარმატება არის პირველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ოცნებების ახდენის გზაზე.

თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ.

კიდევ ერთხელ წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ მხნეობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახებს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ, სუვერენულ და ერთიან საქართველოს!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715866727

საქართველო

„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...

მამუკა მდინარაძე

1715865642

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა

1715861843

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და...

პრემიერ-მინისტრი

1715858591

სპორტი

ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. საზეიმო ღონისძიება კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირის ორგანიზებით შედგა...

ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია

1715852927

საქართველო

თბილისში 68 წლის მანანა ყაზაიშვილს ეძებენ

თბილისში ოჯახი 68 წლის მანანა ყაზაიშვილს ეძებს. დაკარგული გოგებაშვილის ქუჩიდან 14მაისს, საღამოს დაახლოებით 9 საათზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ქალს გათიშული ა...

მანანა ყაზაიშვილს ეძებენ