„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტოს, რომლის მიხედვითაც, ის 17 მაისს უერთდება საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, საქართველომ ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დაანახვოს მსოფლიოს, თუ სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი. მისი თქმით, სწორედ ქართულ იდენტობაში, ოჯახის პატივისცემაში, კულტურასა და რწმენაშია საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების და გადარჩენის გასაღები.

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს! პირიქით, სწორედ ამაშია ჩვენი სამშობლოს, მისი ეროვნული იდენტობის, ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების, ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გასაღები! ხვალ, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა! სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729187660

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.  მოსალოდნელმა ნ...

ამინდი

1729183554

საზოგადოება

წერეთლის გამზირზე ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე დინამოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდა...

პოლიცია

1729178355

ჰოროსკოპი

„არ არის კარგი ხელშეკრულების დადება და მოგზაურობაში წასვლა“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი და გაფრთხილება საზოგადოებას

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 18 ოქტომბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადო...

ათუნა ნოელი

1729173596

საზოგადოება

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი ინფექციური ჰოსპიტალი 83 საწოლზეა გათვლილი და ამბულატორიული განყოფილე...

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

1729171895

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დ...

გიორგი კალანდარიშვილი IFES-ს შეხვდა