ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთო - რა მდგომარეობაა ადგილზე?

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

"ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია და ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ:

250 მეხანძრე-მაშველი;

50 სახანძრო-სამაშველო და სხვა ავტოტექნიკა;

დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი;

ქრობის ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი;

ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი;

მობილიზებული არიან ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში უკვე ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალები. ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება: ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა MTLB (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები," – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ხვალ დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდებიან.

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თავის მხრივ, ბორჯომის ხეობაში უკვე გააგზავნა ბულდოზერები და წყალმზიდები (სატვირთო მანქანები წყლის ცისტერნით). ამ დროისთვის წყალმზიდების მობილიზება სხვა რეგიონებიდანაც გრძელდება.

ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ჩართულნი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები," – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

🔵დუგინის შვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკის არმიის მებრძოლებმა" აიღეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740546116

საზოგადოება

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რიკოთზე ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები დასრუ...

რიკოთი ზამთარში

1740514219

ახალი ამბები

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო...

მოძრაობა

1740510393

ახალი ამბები

მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს, რომ არა თქვენი თავდადება შეუძლებელი იქნებოდა მშობიარე ქალის ჩოხატაურის კლინიკაში გადაყვანა, რომელმაც შეყვანიდან 5 წუთში იმშობიარა - ნატო კიკვაძე

მოქალაქე ნატო კიკვაძე მშობიარე ქალის დახმარებისთვის ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის. „უღრმესი მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომი...

ჩვილი

1740507890

საზოგადოება

დიდი მადლობა მაშველებს, ასეთ ურთულეს პირობებში გაწეული სამსახურისთვის! სადაც დროულად მობილიზებული ტექნიკაც კი ვერ მიუდგა, ფეხით გაკვალეს ურთულესი ორკილომეტრიანი მონაკვეთი და გამოიყვანეს ჩვენი დაზარალებულები - მაკო ჩხარტიშვილი

 მაკო ჩხარტიშვილი, რომლის ოჯახის წევრებიც დიდთოვლობის გამო ჩარჩენილები იყვნენ სოფელ ჯუმათში და ვერ ახერხებდნენ სახლიდან გამოსვლას, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში საჯაროდ მადლობას...

მაშველკ

1740505693

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა

 ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის და...

ირაკლი კობახიძე