„ჩნდება იმედი, რომ სუვერენული პოლიტიკის მხარდამჭერი ტრამპის ადმინისტრაცია შეცვლის მიდგომებს და საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემს“ - ვატო შაქარიშვილი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვით დაადასტურა, რომ დასრულდება „ლიბერალური სიგიჟე, რომელიც გაბატონებული იყო ამერიკული პოლიტიკის ყველა მიმართულებაზე“.
მისივე თქმით, სწორედ ამის გამო იყო გართულებული აშშ-ისა და საქართველოს შორის ურთიერთობა და ახლა, არსებობს მოლოდინი, რომ ხელისუფლების პოზიტიური მოლოდინები გამართლდება და ეს ურთიერთობები გადაიტვირთება.
„ტრამპი და “საღი აზრის რევოლუცია”
დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვამ ნათლად გასცა პასუხი კითხვას - რატომ გვქონდა და გვაქვს პოზიტიური მოლოდინები მისი ადმინისტრაციის მიმართ. ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯი იყო მის გამოსვლაში, რომელიც მსოფლიო მედიაში დღეს განხილვის საგანია. მე გამოვყოფდი მის განცხადებას „საღი აზრის რევოლუციის” დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან ყველა სხვა დაპირება თუ გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასრულდება ლიბერალური სიგიჟე, რომელიც გაბატონებული იყო ამერიკული პოლიტიკის ყველა მიმართულებაზე. ცხადია ეს სიგიჟე და საღი აზრის მიღმა გასული ადმინისტრაცია იყო ყველა იმ უბედურების მიზეზი, რაც მსოფლიოს თავს დაატყდა უკანასკნელ 4 წელიწადში.
სწორედ ამიტომ გართულდა ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ბუნებრივია, როდესაც ერთ მხარეს არის საღი აზრი და მეორე მხარეს აბსოლუტურად გიჟური ინტერესები, იქ დიალოგი და თანამშრომლობა შეუძლებელი ხდება. ტრამპმა არაერთხელ გაიმეორა მისი მთავარი სლოგანი - “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” და განაცხადა რომ მომავალში ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ პრინციპს დაეფუძნება.
შეგახსენებთ, უკანასკნელ წლებში ჩვენი ქვეყანა მხოლოდ იმისთვის ისჯება, რომ საქართველოს ინტერესები დავაყენეთ უპირველეს ყოვლისა. ჩნდება იმედი, რომ სუვერენული პოლიტიკის მხარდამჭერი ტრამპის ადმინისტრაცია შეცვლის მიდგომებს და საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემს. თუ საღი აზრი იმარჯვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ: უძველეს ქრისტიანულ ქვეყანას, ლგბტ იდეოლოგია არ უნდა მოახვიო თავს; რუსეთის მეზობელს, რომელსაც ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ აქვს ოკუპირებული, ეკონომიკური სანქციებით და პარტიზანული ომით მისი “ჩამოშლა” არ უნდა მოსთხოვო; არ უნდა უთხრა, რომ NATO-ში მიიღებ, როდესაც აპრიორი იცი, რომ არასოდეს მიიღებ; ქვეყნის დახმარება და სტრატეგიული პარტნიორობა არ უნდა უწოდო ენჯეოების გასუქებას, აგენტურული ქსელის შექმნას და რევოლუციური სცენარების დაფინანსებას. ეს ყველაფერი იმ დოქტრინის ნაწილი იყო, რომელიც ათწლეულების წინ გაიწერა Deep State-ის მიერ და რომლის ძირეული ცვლილებაც დაისახა მიზნად ახალმა პრეზიდენტმა. ბუნებრივია ჩვენ, ტრამპს, შესაბამისად საღ აზრს ვგულშემატკივრობთ ამ ბრძოლაში, მაგრამ არაფერი იცვლება იმ კუთხით, რომ საქართველო ყველა შემთხვევაში დარჩება საკუთარი ღირებულებების და ინტერესების ერთგული, მიუხედავად იმისა, რა პროცესები განვითარდება აშშ-ში. აქ საკითხი იმაზეა, რამდენად რთული იქნება ჩვენთვის ამ გზით ურყევად სვლა“, - წერს ვატო შაქარიშვილი.
1737468665
სპორტიმერაბ დვალიშვილი UFC-ს P4P რეიტინგში დაწინაურდა
კალიფორნიაში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. საერთო კლასიფიკაციაში მერაბ დვალიშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა. UFC 311-ზე დვალიშვილმა რუსეთის სახელით გ...
1737466454
ახალი ამბებინუნუშა ვასაძე დოიაშვილს: მთელმა ქალაქმა გაიგო, რომ გაფიცულ თანამშრომლებზე პრემიებს არიგებ, ფრთხილად იყავი, „ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივი ხარჯვის“ მუხლი არ გაიჩალიჩო
ფეისბუქ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის თაობაზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დოიაშვილი გაფიცულ თანამშრომლებზე პრემიებ...
1737465434
მსოფლიორობერტ ფიცო - რუმინეთი და საქართველო უნდა იყვნენ შემაკავებელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევა დემოკრატია, როდესაც მათთვის არასწორი ადამიანი იმარჯვებს
სლოვაკეთის პარლამენტში დეპუტატებს სიტყვით მიმართა ქვეყნის-პრემიერ მინისტრმა, სადაც მიმდინარეობს დებატები ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე. ფიცოს თქმით, ლიბერალები ყოველთვის ცდილობენ თავიან...
1737464719
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8515 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8452 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1737463495
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც მექსიკის ყურეს სახელწოდება ეცვლება და ის დღეიდან ამერიკის ყურედ უნდა მოიხსენიონ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „ყურე ამერ...