დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია

ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავდნენ და მათი ძალით მართავდა სპექტაკლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქციების ფონზე.

როგორც ცაგურია აღნიშნავს, დოის უნიჭო სპექტაკლის ვითომ „ანშლაგი“ იყო მაშინ იმ საპროტესტო აქციების გადაფარვის უბადრუკი მცდელობა.

„2012 წელს როცა ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა დოის ჰქონდა პრემიერა ფილარმონიაში... მივედით და პრემიერაზე სცენაზე ავუყარეთ ცოცხები, ფილარმონიასთან დავიწყეთ დოის "ქეთო და კოტეს" პრემიერის პარალელურად საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან... მთელი თბილისი და საქართველო ქუჩაში გამოვარდა, გადაიკეტა ფილარმონიის მიმდებარე ქუჩები, ხალხის უდიდესი მასა ტალღასავით გამოვარდა ქუჩებში და ამ დროს ნაძირალა დოის არა თუ სოლიდარობა გამოუთქვამს, ან პრემიერა გადაედო... არა არც კი შეაფერხა თავისი უნიჭო სპექტაკლი, სპეცრაზის და პოლიციის ძალით ატარებდა საპროტესტო მიტინგების პარალელურად სამარცხვინო უნიჭობას.

ყველა არხზე გადიოდა წამების, არაადამიანური ღრიალის, კაცების გაუპატიურების კადრები და ნაძირალა დოი გულისამრევად სცენაზე ამ სიმახინჯეს ჯიუტად აწყობდა... მერე წაიღო ეგ სიგოიმე ჯერ ბათუმში და ასე უტიფრად, ურცხვად აწყობდა სამარცხვინო სპექტაკლებს მაშინ როცა მთელი საქართველო ფეხზე იდგა და იმ არაადამიანობას აპროტესტებდა რასაც დოისნაცები უწყობდნენ ქართველ ხალხს.... დოის სააკაშვილის ჯალათები იცავდნენ და მათი ძალით მართავდა სპექტაკლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქციების ფონზე და ახლა გამიხდა თავისუფლებისთვის მებრძოლი? ეგ ფარისეველი ფარჩაკი ეგ...

მაგის უნიჭობას იცავდა მეგის ქარდავა, გეგეჭკორი, გრიგალაშვილი, ახალაიები, კოდუები და მელნიკოვი... ფილარმონიასთან აქციებს რომ ვაწყობდით დოის უნიჭო სპექტაკლის პრემიერის ფონზე ვინც ჩამოვთვალე ეგ ნაძირალები დაგვტრიალებდნენ თავზე, გვიწყობდნენ პროვოკაციებს. ბოლოს უკანონოდ დამიჭირეს, სასიკვდილოდ მცემეს ვანოს "გამჭვირვალე" პოლიციის შენობაში, მაწამეს... დამილეწეს ძვლები ჩამსვეს რუსთავის კაპეზეში და დოის ერთი სიტყვა არ უთქვამს... რა სოლიდარობა მომინდომა მაგ ცვედანმა... გათავისუფლებას ვინ ჩივის, ექიმი არ შემოუყვანიათ დასისხლიანებულები ვეყარეთ და დოი სპექტაკლზე ეგდო სოდის და ახალაიას ჯალათების ფონზე იჭიმებოდა... ეგ ნაძირალა, რამდენის უფლებას აძლევს თავის თავს? მაგას ხომ არ ჰგონია დავიხოცეთ და ცოცხლები აღარ ვართ...

ყველაფერი გვახსოვს დოი შე ფარჩაკო შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია და გასარკვევი რამდენი ჯდებოდა შენი მართლაც უნაძირლესი და უსასტიკესი რეჟიმის ლეღვის ფოთლობა... ჯალათმა, არაკაცმა, ბოროტმოქმედმა დიქტატორმა თავისი ოცდამეშვიდე ხარჭა და მერვე ცოლი მთავარ როლზე როგორ დაგისვა? არ გახსოვს? ჩვენ გვახსოვს! შენ ჯალათის კარის გამრთობო, მართლა დაიჯერე რომ რეჟისორი ხარ? რეჟისორი კი არა ბოროტების ლეღვის ფოთოლი იყავი და ხარ... რა არ გახსოვს როგორ უსაპნოდ უძვრებოდი მიშას? დაგავიწყდა? არაუშავს შეგახსენებთ ყოველთვის შე ფარისეველო.

შენი პრემიერის და სპექტაკლების ფონზე რამდენი დაგვიჭირეს, გვცემეს და გვაწამეს... შენ მაშინ სად იყავი დამალული? უკაცრავად რა დამალული იჭიმებოდი აქეთ და შენი უნიჭო სპექტაკლის ვითომ "ანშლაგი" იყო მაშინ იმ საპროტესტო აქციების გადაფარვის უბადრუკი მცდელობა.

აბა დოი ეხლა ააცვი მაგ შენობიდან, სანამ კარგად არ დაითვალეს რამდენ მაყუთს გაყრიდა თავზე ვივამედის მუმია შენი უნიჭობის და თავისი ხარჭების გასართობად... გამომივიდა აქ მებრძოლი პატრიოტი და პატიმრების დამცველი... ეს ფარისეველი, ეს ცვედანი, ეს სამარცხვინო არსება. პატიმრებს რომ ხოცავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ შენ მაშინ იყავი კილერას, კოდუას, კასტილიანის, კოხტა კოდუას, ადეიშვილის, მიშას, კეზერას, მუხაძის და ახალაიების გასაპნული „იმის“ ჭია...

Davit DolidzeDato KirkitadzeGiorgi BirbichadzeGiorgi Chitarishvili გახსოვთ ეს „მებრძოლი“ დოი?“ - წერს დაჩი ცა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745007035

სპორტი

გიორგი ქოჩორაშვილი: მინდა, როცა „ლევანტეს“ დავტოვებ, მთავარი კარიდან გავიდე, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა

„ლევანტეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც „სარაგოსასთან“ მოახლოებულ მატჩსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა. „გუნდში, როგორც ყოველთვის კარგი გარემოა, გუნდ...

გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ ფეხბურთელია

1745005379

ახალი ამბები

ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას

„ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილებების ეპოქა. ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას“, - ამის შესახებ პარლამენტის პ...

ვოლსკი

1745003725

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მალე უარს იტყვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუ არ იქნება პროგრესის მკაფიო ნიშნები

აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ა...

დონალდ ტრამპი

1745001906

მსოფლიო

სტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გ...

სტიქია იტალიაში

1745001149

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...

გია ვოლსკი