კანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

 გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, რაზეც კარნიმ უპასუხა, რომ ეს ჩინეთია.

ამასთან, კარნიმ გააკრიტიკა ჩინეთი რუსეთთან პარტნიორობის გამო და განაცხადა, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს მთელი აზიისთვის,  კერძოდ, ტაივანისთვის.

„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი არის უდიდესი საფრთხე. ჩვენ ვიღებთ ზომებს მის აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა კარნიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის კანადას.

„შეერთებულ შტატებს სურს ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი, ჩვენი ქვეყანა. ამ ტარიფებისა და მუქარის მეშვეობით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, დაგვანგრიოს, რათა ამერიკამ შეძლოს ჩვენი დაუფლება“, – განაცხადა კარნიმ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745062253

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...

ააა

1745061592

საზოგადოება

აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალ...

დევნილები

1745057335

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი - ჯო უილსონის თავხედური განცხადება არის აღიარება, რომ ის „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, არ მგონია, ეუთო-ს ხელმძღვანელობამ მისი განცხადებები გაითვალისწინოს

 არ მგონია, ეუთო-ს და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჯო უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა....

გურამ მაჭარაშვილი

1745055552

მსოფლიო

ილონ მასკი: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა

 აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, - განაცხადა აშშ-ის მთავრობი...

ილონ მასკი

1745055220

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისღრმაღელეს სათავე ნაგებობასელექტროენერგიის მიწოდება ავარიულადშეუწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილისდილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნისრაიონების მ...

წყალი