"დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს" - ამირან გამყრელიძე "მწვანე სტატუსის" შესახებ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს", - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "მწვანე პასპორტის" შესახებ დღეს მიღებულ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას.
გამყრელიძის განმარტებით, მწვანე პასპორტი მოიცავს ოთხ ინდიკატორს, ესენია: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტი და ბოლო 24 საათში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტი.
"როგორც წესი, საკითხი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ან თქვენი მონა-მორჩილი თუ რამეს იტყვის, ეს აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული, ეს განიხილება და მერე უმრავლესობის აზრი არის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს", - განაცხადა გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მათ ვისაც კორონავირუსი აქვს გადატანილი „მწვანე პასპორტი“ უვადოდ შეუნარჩუნდებათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 საქართველოში ვაქცინირებული მოქალაქეები სახმელეთო საზღვარზე PCR ტესტის წარდგენისგან გათავისუფლდებიან
🔲 1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...
1741003361
საზოგადოებაეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...