ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა

კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა.

საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე მულტიმედიურ ფორმატში წარმოდგენილია ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი საარქივო მასალა: მოგონებები მსახიობის შესახებ, სცენები თეატრალური სპექტაკლებიდან, ფოტოები კინოფილმების გადასაღები მოედნებიდან, ფრაგმენტები კინოსიუჟეტებიდან, ფილმებიდან და სპექტაკლებიდან.

ეროსი მანჯგალაძე 1925 წლის 21 ოქტომბერს (დაბადების ჩანაწერის მიხედვით 3 მარტს) სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში დაიბადა. იგი 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი და მის სცენაზე 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა. 1959 წლიდან იღებდნენ კინოში. ქართულ მხატვრულ ფილმებში მან 25 პერსონაჟი განასახიერა. დაუვიწყარია მისი როლები სატელევიზიო სპექტაკლებსა და ფილმებშიც.

სპორტული კომენტატორობა ეროსი მანჯგალაძის კიდევ ერთი პროფესია იყო. ამ მიმართულების განვითარებაში მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/erosi-manjgaladze-2.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია