დავით მათიკაშვილი: ევროკავშირი ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს, დააშანტაჟოს 61 ქვეყანა

ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს ევროკავშირი 61 ქვეყანა დააშანტაჟოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მუქარები რეალობაში განხორციელდეს.
„პირველ რიგში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მუქარები რეალობამდე მივიდეს. ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს ევროკავშირი 61 ქვეყანა დააშანტაჟოს. რომელიმე ქვეყანა თუკი არ წავა იმ გადაწყვეტილების გზაზე, რაც ბრიუსელიდან იქნება გაცხადებული, შეეცდებიან ამ პედალირების ინსტრუმენტის გამოყენებას.
ნათელი მაგალითია ჩვენი უახლოესი წარსულიდანაც, რომელი სახელმწიფო, რა მიზნებით იყენებდა ასე უსაფუძვლოდ ემბარგოს, სანქციებს, ხალხის დეპორტაციას ქვეყნიდან. ეს იყო რუსეთი და დღეს არათუ დღევანდელ რუსეთს, არამედ იმ ღრმა საბჭოთა კავშირს ემსგავსება ევროკავშირი, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ან ცდილობს, მიიღოს, რადგან დააშანტაჟოს ქართველი ერი.
ერთადერთი მიზეზის გამო, საქართველო არ ჩაერთო იმ დიდ უბედურებაში, რომელსაც საქართველოს უქადდა უკრაინაში ომთან დაკავშირებით ჩართულობაზე გადაწყვეტილების აღსრულება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
1745048027
ახალი ამბებიმამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ მრევლს ქადაგებისას მიმართა. როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი თუ თუ ჯვარცმას არ გაივლის, მის ცხოვრებაში აღდ...
1745042779
ახალი ამბებიმართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით,...
1745009610
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს
დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნ...
1745008023
ახალი ამბებინიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ...
1745007035
სპორტიგიორგი ქოჩორაშვილი: მინდა, როცა „ლევანტეს“ დავტოვებ, მთავარი კარიდან გავიდე, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა
„ლევანტეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც „სარაგოსასთან“ მოახლოებულ მატჩსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა. „გუნდში, როგორც ყოველთვის კარგი გარემოა, გუნდ...