დავით ნარმანია: სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას

მომხმარებლის დღესთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
სემეკის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკის 2025 წლის გეგმებზე.
„სემეკის სტრატეგიაა, რომ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება კომისიის საქმიანობას და ეხმარება მომხმარებლებს უფლებების დაცვაში, ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამ მიზნით, სემეკმა შშმ პირებისთვის ადაპტირებული საინფორმაციო ბუკლეტები შეიმუშავა, მომზადდა საინფორმაციო კლიპი სურდო თარგმანით. უახლოეს პერიოდში, კომისია გეგმავს ახალი ვებგვერდის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ვებგვერდი ადაპტირებულია შშმ პირებზე, ახალ ვებგვერდზე უფრო მეტად დაიხვეწება შესაბამისი მექანიზმები,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და განათლების ამაღლებას. ამ მიზნით, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, 2024 წელს ჩატარდა 21 სასწავლო კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ჯამში, ტრენინგები გაიარა 1200-მდე მონაწილემ. ამჟამად, ცენტრში გამოცხადებულია რეგისტრაცია ახალ კურსზე, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვას შეეხება. კურსის მიზანია ცნობიერების ამაღლება მომხმარებელთა უფლებების, მარეგულირებელი ნორმების, პრაქტიკისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.
10-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების: სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული ჩატარდა.
კვირეულის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
1742048882
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ნორმალიზების პროცესი დაწყებულია აშშ-რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მიდის მუშაობა, სავარაუდოდ, იგივე იქნება ევროპის შემთხვევაშიც
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს შეუძლია რუსეთთან ურ...
1742047637
მსოფლიოჯეი დი ვენსი - ევროპაში საზღვრების საკითხზე ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომლებიც არა მხოლოდ მათი ქვეყნებისთვისაა ცუდი, არამედ ჩვენთვისაც, ევროპას ცივილიზაციური თვითმკვლელობა ემუქრება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, საზღვრებზე კონტროლის გარეშე ევროპას „ცივილიზაციური თვითმკვლელობის“ საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა ლორა ინგრეჰემთან ექსკლუზიურ ინტერვი...
1742047565
მსოფლიოვიქტორ ორბანი - დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ვიქტორ ორბანმა ასევე კვლავ გამორიცხა უკრ...
1742046996
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ოპოზიცია რთულ ვითარებაშია და საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია რთულ ვითარებაშია და საბაბებს ეძებს, არ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. დეპუტატის თქმით, ოპოზიც...
1742044394
მსოფლიოკანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი დადო და ჯასტინ ტრიუდო თანამდებობაზე ოფიციალურად ჩაანაცვლა
კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ფიცის დადებისას მან ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ მესამეს, ასევე მის მემ...