„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების იმ ნაწილის ჩარევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელსაც ნულოვანი ლეგიტიმაცია გააჩნია, სავალდებულო აღარ იქნება და ამას კანონი განსაზღვრავს.
„მოსამართლეს ვერ დანიშნავდი, თუ მის არჩევაში NGO-ს წარმომადგენელი არ მონაწილეობდა, ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ვერც საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარეს ან ბორდის წევრს... მათი მონაწილეობა სავალდებულო იყო ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისა და სახალხო დამცველის შერჩევაში და უამრავი ისეთი უწყების მუშაობაში, როგორიცაა, მაგალითად: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური; სპეციალური საგამოძიებო სამსახური; იუსტიციის უმაღლესი საბჭო; საპროკურორო საბჭოს წევრობის შესარჩევი კომისია; ბიზნესომბუდსმენის ასარჩევი კომისია; იურიდიული დახმარების საბჭო; პენიტენციურის საბჭოები და ა.შ. NGO-ები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციების მუშაობაში თუ ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნის პროცედურებში, მეტიც, ხშირად მათი ხმა გადამწყვეტიც იყო. არადა, ლაპარაკია ადამიანებზე, რომელთაც საზოგადოებაში ნულოვანი ლეგიტიმაცია და ძალიან დაბალი რეიტინგები აქვთ, რასაც ყველა კვლევა ადასტურებს. მათ არავინ ირჩევს, ხმას არავინ აძლევს, მათი ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო უცხოური ფული და მხარდაჭერაა, რაც ხშირად - უფრო ზუსტად, უმთავრეს შემთხვევაში - ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე პარტიასაც კი ზურგს ქართველი ამომრჩეველი უმაგრებს - ზოგს შედარებით ბევრი, ზოგსაც ძალიან ცოტა - მაგრამ მაინც, ენჯეოებს კი ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა. წლების განმავლობაში ეს იყო იდეალური იარაღი უცხოური ძალების ხელში ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენიტეტის შესასუსტებლად. ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1740810738
მსოფლიო„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...
1740809203
ახალი ამბები„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი
„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...
1740774385
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...
1740773270
მსოფლიომარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...
1740773148
მსოფლიოთეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვ...