შალვა პაპუაშვილი - დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის მოერგო

დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
პაპუაშვილს ამ თვალსაზრისით კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.
„დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად, ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ს ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“ რაზეც ვუთხარი: „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი, არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი ბირთვული ომის ტოლფასია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
1740761481
ახალი ამბებითეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები ოვალური კაბინეტისკენ გაემართნენ, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ზელენსკი და ტრ...
1740759132
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე უარი თქვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაშეცდომა უწოდა ევროპელების გადაწყვეტილებას, როდესაც მათ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. ამის შესა...
1740754312
ახალი ამბებიმასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა...
1740753431
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი - ჯიმ ო’ბრაიენისგან რაც მოვისმინე, ის იყო, რომ ყველა ელჩს დაევალა, მაქსიმალურად ჩაერთოთ ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკაში და ალბათ არ იყო სწორი, რომ არ იქნა გათვალისწინებული შესაძლო შედეგები
დიპლომატიაში კარტ-ბლანშზე ხელის მოწერას სთხოვენ სუსტებს და დამორჩილებულ ქვეყნებს, არა მეგობრებსა და პარტნიორებს, როგორადაც ჩვენ თავს მოვიაზრებდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1740753346
ახალი ამბებიგურიის რეგიონში 1 200 კუბური მეტრი სათბობი შეშა გაიგზავნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საშეშე რესურსით მოამარაგებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, რეგიონში ჯამში 1 200 კუბური მეტრი ს...