ენმ: საკრებულოს არჩეულ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომელიც 6 დღის წინ გარდაიცვალა, არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დავალებით ზეწოლას ახდენდნენ

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოს არჩეულ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომელიც 6 დღის წინ გარდაიცვალა, არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დავალებით ზეწოლას ახდენდნენ.
როგორც კირთაძემ ბრიფინგზე განმარტა, არსებობს ზეწოლის აუდიო მტკიცებულება, რომელიც მას გარდაცვალებამდე ნუგზარ ფუტკარაძემ გადასცა.
"ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრზე მიდიოდა ზეწოლა, თუმცა, ერთ-ერთი პირველი, ვისზეც დაიწყო და მიმდინარეობდა ზეწოლა, ეს გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
ბატონ ნუგზართან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოსავანი, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე.
მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზართან, ის პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ, როცა ეს უკვე გაუსაძლისი გახდა, მან დაიწყო ჩანაწერების გაკეთება და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე. ჩანაწერი არის აუდიო სახის და მასში კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდნენ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ბატონ ნუგზარს 100 000$-ს, თან 20%-ს სთხოვდნენ უკვე. პირადად დათო რიჟვაძე ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს",– განაცხადა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე.
ენმ ბათუმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 ზურა მახარაძემ საჯარო რეესტრს პარტიის – "კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაციისთვის მიმართა
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...