ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი შეიჭრება და უკრაინის ოკუპაციას მოახდენს, ვინ იქნება შემდეგი? აშკარაა, რუსეთის ძალისხმევა მეზობელი სახელმწიფოების მარიონეტებად გადაქცევისკენ არის მიმართული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამჟამინდელი აგრესიული ქმედებები გაგრძელებაა მოსკოვის იმ პოლიტიკისა, რომელიც სათავეს 1990-იანი წლებიდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იღებს და რომელიც, ბლინკენის აზრით, არც უკრაინაში შეჭრით არ დასრულდება.

"ეს არ დაწყებულა უკრაინით. 1990-1991 წლებში ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ერთ-ერთი მათგანია საქართველო. რუსეთი იქ 2008 წელს შეიჭრა.

ცამეტი წლის შემდგომ, დაახლოებით 300 000 ქართველი ჯერაც დევნილია საკუთარი სახლებიდან.

მეორეა მოლდოვა. ამ ქვეყნის ნების წინააღმდეგ, რუსეთს თავისი ჯარი და სამხედრო შეიარაღება ჰყავს იქ განთავსებული.

და თუ რუსეთი შეიჭრება და უკრაინის ოკუპაციას მოახდენს, ვინ იქნება შემდეგი? აშკარაა, რომ რუსეთის ძალისხმევა, რომელიც მეზობელი სახელმწიფოების მარიონეტებად გადაქცევისა და დემოკრატიული თვითგამოხატვის ნებისმიერი ნაპერწკლის ჩახშობისკენ არის მიმართული, კვლავ გაძლიერდება.

როგორც კი სუვერენიტეტისა და თვითგამოხატვის პრინციპები უკუგდებული იქნება, ჩვენ დავბრუნდებით სამყაროში, რომელშიც ჯერ განადგურდება და შემდეგ გაქრება ის წესები, რომლებსაც ჩვენ ათსწლეულობის განმავლობაში ერთად ვქმნიდით", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა 20 იანვარს ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში სიტყვით გამოსვლის დროს.

თავის სიტყვაში ბლინკენმა საქართველო ახსენა მაშინაც, როდესაც ნატოს გაფართოების მიმართ რუსეთის პრეტენზიებზე გაამახვილა ყურადღება. 

"რუსეთი აცხადებს, რომ პრობლემას ნატო წარმოადგენს, მაგრამ ერთი შეხედვით ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი კი - შეიჭრა.

ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელსაც არ აქვს აგრესიული ზრახვა რუსეთის წინააღმდეგ. პირიქით, რუსეთთან თანამშრომლობისკენ მიმართული ნატოს ძალისხმევა, რომელიც წლებს ითვლის, რუსეთის მიერ იქნა უარყოფილი ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

წყარო: რადიო თავისუფლება

სხვა სიახლეები:

🔵 საქართველოში ბიოკვერცხი გაიყიდება

🔵  ეუთოს მისიის ორგანიზებით, ერგნეთში მორიგი შეხვედრა იმართება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741626100

საზოგადოება

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...

მამუკა მდინარაძე

1741625030

სპორტი

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...

სპორტსმენი

1741621047

მსოფლიო

კრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან

„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...

კრემლი

1741618565

მსოფლიო

Bild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება

აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...

ტრამპი და ზელენსკი

1741616542

საზოგადოება

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა.  როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....

ზოგადი