მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფსიქიკას, მათ ჯანმრთელობას, აზიანებს გენოფონდს და არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის“ შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რეფორმის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო უმრავლესობა და ასევე საპარლამენტო ოპოზიციაც და საკითხზე აბსოლუტური ერთსულოვნებაა.
„შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელსაც ვიწყებთ. ასევე, განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
რა თქმა უნდა, რეფორმის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო უმრავლესობა და ასევე საპარლამენტო ოპოზიციაც. ამ თემაზე არის აბსოლუტური ერთსულოვნება და გვაქვს იმედი, რომ საზოგადოებაც ბოლომდე დაუდგება გვერდით ანტინარკოტიკულ რეფორმას და საზოგადოებრივი მხარდაჭერით ჩვენ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი პოზიტიური შედეგები გვექნება.
მინდა გაგაცნოთ რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითადი საკითხები:
ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
2025 წლის პირველი ივნისიდან - იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც.
აქვე, მივმართავთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფოს ამოუდგნენ გვერდში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.
მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1741626192
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...
1741626151
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...
1741621047
მსოფლიოკრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან
„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...
1741618565
მსოფლიოBild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება
აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...