ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი:მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე

ექსპრეზიდენტის პირადი  ექიმის  განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე.

ნიკოლოზ ყიფშიძე კონსილუმის წევრებს სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას სთხოვს.

„მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, პრობლემები არ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, მაქვს ცუდი ნიუსები თქვენთვის. მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე. ეს არის ტრაგედია, რადგან ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში. ამიტომ, მე ვთხოვ პორველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ, რაც შეიძლება ჩქარა, არ ვიცი სად, გინდათ, აქ და გინდათ, სადაც იქნება, გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში. ოფთალმოლოგის და ოტოლარინგოლოგის ხაზით ყველაფერი ნორმალურად არის. პირველი მედიკოსების ჩარევა არ არის ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, ეს ვიზიტი იყო დაგეგმილი ადრე. თავის ტკივილი არაფერს ნიშნავს ამ წუთში, ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. მდგომარეობა იქნება კრიტიკული, არ მინდა, გრაფიკულად მოგიყვეთ, რა როგორ დაეცემა. ჩემი რეკომენდაცია არის, დაუყოვნებლივ კონსიულიუმის მოწვევა და საკითხის გადაწყვეტა, თუ რა უნდა ვქნათ სააკაშვილთან მიმართებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ახლა საუბარია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე.

„ის იღებდა წამლებს, რომლებიც უზრუნვეყლოფდა მის სიცოცხლეს, გუშინდელი კადრების მერე უარი თქვა“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ამავე თემაზე:

🔵სახალხო დამცველის მოადგილე:სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი, რომელიც მიიღო ექიმთა თხოვნით, მან მიიღო, როგორც მედიკამენტის შემცვლელი და სამკურნალო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741030218

ახალი ამბები

ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...

მოძრაობა

1741028211

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...

ილონ მასკი

1741025975

ახალი ამბები

სოზარ სუბარი კორუფციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე: თითოეული ადამიანი უნდა ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც მას კანონით და კონსტიტუციით აქვს დაკისრებული და არა იმას, რასაც გარე აქტორი უკარნახებს

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით მსჯელობისას სიტყვით გამოვიდა. „რატომ...

სოზარ სუბარი

1741024338

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება

 ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ...

მამუკა მდინარაძე

1741022070

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე გაირკვა, რომ ლიეტუვა, თურმე, რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსთვის სანქციების დაწესების თემას ეხმიანება. „სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა. ეს პროვოკაციული პოსტი, ლიეტუვის მაშინდ...

პაპუაშვილი შალვა