ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი - პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
ეროვნულ თანხმობის პროცესთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან მართავს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
"პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს." - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე გიორგი მარგველაშვილს - მიხეილ სააკაშვილი
1736494353
სპორტიTHE ATHLETIC: ლივერპული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში ერთვება
„ნაპოლის„ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში „პსჟ“-ს შემდეგ, „ლივერპულიც“ ერთვება. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, „მერსესაიდელებს“ კვა...
1736492720
ახალი ამბებითბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მას...
1736491024
მსოფლიორა ვითარებაა ამ დროისთვის ლოს-ანჯელესში
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა. დაიღუპა ხუთი ადამიანი და არიან დაშავებულები. გაცემულია 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება. ამ დროისთვის მეხანძრეე...
1736489658
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოეს დღეების პროგნოზი
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში, უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში...
1736487831
ახალი ამბები„ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია“ - ლევან მაჭავარიანი
„ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია და რეალურად ჩვენ ქართულ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენ ვართ ოპოზიციაში არნახული მასშტაბის გარე ძალებთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნები...