ე.წ. VIP პალატით სარგებლობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრა

ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა აღარ მოუწევს, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა.
„სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა - მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება - 350 ლარი (პირველი კატეგორიის), ან 250 ლარი (მეორე კატეგორია) გადაიხადოს.
სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ე.წ. VIP პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, მთელ რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
უნდა იყოს მაღალი კლასის სასტუმროს ნომრის ფორმის, სამედიცინო დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობით და იზოლირებული უნდა იყოს სხვა პალატებისგან.
უნდა მოიცავდეს პაციენტის მოსასვენებელ სივრცეს, საოფისე სამუშაო სივრცეს, სამზარეულო სივრცეს, სააბაზანოს და ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეს.
აღჭურვილი უნდა იყოს პაციენტების მოვლისთვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობებითა თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ტექნიკით და ინვენტარით.
აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ნივთებით.
უნდა ითვალისწინებდეს პაციენტთან თავმდგმურის დარჩენის შესაძლებლობას და სხვა.
პაციენტს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება და თუ მას ე.წ. VIP პალატით სარგებლობა არ სურს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ზოგადი წესის მიხედვით ისარგებლებს. პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, პაციენტს, სამედიცინო დაწესებულება მიაწვდის. ამასთან, კლინიკა განუმარტავს დამატებითი თანხის გადახდის პირობებს.
თუ სამედიცინო დაწესებულებაში, სტანდარტული პალატების არარსებობის გამო, პაციენტს ე.წ. VIP პალატაში განათავსებენ, ის დამატებით ღირებულებას არ გადაიხდის.
არჩეულ, ე.წ. VIP პალატის სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობისთვის, შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
სამედიცინო დაწესებულებაში, სიახლის ამოქმედებისთვის, მისმა ხელმძღვანელობამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართოს და შესაბამისი ნებართვა მიიღოს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, თანაგადახდით სარგებლობას“, - აცხადებენ სამინისტროში.
1742048882
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ნორმალიზების პროცესი დაწყებულია აშშ-რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მიდის მუშაობა, სავარაუდოდ, იგივე იქნება ევროპის შემთხვევაშიც
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს შეუძლია რუსეთთან ურ...
1742047637
მსოფლიოჯეი დი ვენსი - ევროპაში საზღვრების საკითხზე ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომლებიც არა მხოლოდ მათი ქვეყნებისთვისაა ცუდი, არამედ ჩვენთვისაც, ევროპას ცივილიზაციური თვითმკვლელობა ემუქრება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, საზღვრებზე კონტროლის გარეშე ევროპას „ცივილიზაციური თვითმკვლელობის“ საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა ლორა ინგრეჰემთან ექსკლუზიურ ინტერვი...
1742047565
მსოფლიოვიქტორ ორბანი - დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ვიქტორ ორბანმა ასევე კვლავ გამორიცხა უკრ...
1742046996
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ოპოზიცია რთულ ვითარებაშია და საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია რთულ ვითარებაშია და საბაბებს ეძებს, არ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. დეპუტატის თქმით, ოპოზიც...
1742044394
მსოფლიოკანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი დადო და ჯასტინ ტრიუდო თანამდებობაზე ოფიციალურად ჩაანაცვლა
კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ფიცის დადებისას მან ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ მესამეს, ასევე მის მემ...