„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა" - სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ბრალდებულ ი. გ-ს მიმართ თითქოს ძალადობა განხორციელდა“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.
უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი აწარმოებს გამოძიებას.
„გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.
განვმარტავთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.
ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ-ს ან მის უფლებადამცველს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.
2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა და დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ბრალდებულს ჩაუტარდა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევები და მიღებული შედეგების მიხედვით განხორციელდა შესაბამისი სამედიცინო ინტერვენცია. ამჟამად ბრალდებული ი.გ. კვლავ იმყოფება სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაშია ბრალდებულის ოჯახსა და სახალხო დამცველის აპარატთან.
ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებსა და სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1738244513
ახალი ამბებიპრემიერი: სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ
„დღეს მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...
1738242476
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8761 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8784 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1738240985
ახალი ამბები„მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურისტული კავშირების გამყარებას საქართველოსა და სომხეთს შორის“ - ირაკლი კობახიძე
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, ყოველ წელიწადს საქართველოს მილიონამდე სომეხი ტურისტი სტუმრობს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის არის...
1738240013
საქართველონიკოლ ფაშინიანი: დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარა, გვქონია მიღწევები და ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარეს, გვქონია მიღწევები და ბევრი დაბრკოლებაც გადაგ...
1738238865
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 3 მილიარდ ლარამდე დახარჯეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.6 მილიონი შემოსვლა, რაც 4.5 პროცენტით მეტია წინა წლის...