გიორგი ვოლსკი „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში

ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, სისხლის სამართლის კოდექსიდან „სამშობლოს ღალატის“ მუხლის ამოღებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

„როდესაც ომის წინა პერიოდში მან ინტენსიური კონსულტაციები გამართა მაკკეინის გუნდთან, რომელიც იყო პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრეტენდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღევანდელი გადმოსახედიდან მე ვფიქრობ, რომ სწორედ მაშინ დაიგეგმა ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ შეიძლება, ყოფილიყო.

სააკაშვილმა შეცვალა თავისი პოზიცია, დაშალა მოლაპარაკების ფორმატები და გადავიდა ისეთ ქმედებაზე, რომელიც აშკარა იყო, რომ დამთავრდებოდა რუსეთის შემოჭრით, აშკარა იყო, რომ რუსეთი დაიპყრობდა იმ ტერიტორიებს, რომელიც დღეს მას აქვს ხელში ჩაგდებული, მაგრამ არავინ არ მოელოდა იმას, რომ სააკაშვილი ხელს მოაწერდა დოკუმენტს, სადაც იქნებოდა ნათქვამი, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ბრალია.

როგორ შეიძლება, ასეთი ვითარებაში არ გქონდეს მუხლი, რომელიც წინასწარ განზრახვით იყო ამოღებული საკანონმდებლო სივრციდან. რადგან ზუსტად იცის მანაც [მიხეილ სააკაშვილმა] და ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, ვინც იმ რეზოლუციას აწერდა ხელს, სადაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება, ჯარისკაცები კინაღამ საერთაშორისო ტრიბუნალისკენ გაამგზავრეს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის ის, რასაც სამშობლოს ღალატი შეიძლება ეწოდოს. კანონი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს მტკიცე დამადასტურებელი ფაქტები იმისთვის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740332928

მსოფლიო

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს. საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლე...

ბუნდესტაგი

1740331504

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვნახეთ როგორი საცოდავი სანახავი იყო ქართულ ოპოზიციად წოდებული საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგიც სადღაც ბუჩქებთან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია გადაცემაში „იმედის კვირა“ ქართულ ოპოზიციაზე და ტრამპის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე საუბრობს. კირცხალია საცოდავ სანახავს უწოდებ...

კირცხალია

1740329529

ახალი ამბები

დედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრო...

გზებიგზები

1740328469

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებულია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კგ წონით კატეგორიაში ია...

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

1740327873

მსოფლიო

„მზად ვარ, პრეზიდენტის პოსტი დავტოვო უკრაინაში მშვიდობისთვის ან NATO-ს წევრობის სანაცვლოდ“ - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობისთვის, მზად არის დატოვოს პრეზიდენტის პოსტი. უფრო კონკრეტულად, მას პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰკითხა - მზად იყო თუ არა, დაეტოვებინა პრეზიდენტის პოს...

ააა