გიორგი შერმადინი სანაკრებო კარიერას ასრულებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ გიორგი შერმადინმა ისაუბრა, რომელმაც დააანონსა, რომ ევროპის ჩემპიონატი მისთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება.

„ძალიან მაგარი თამაში იყო, პირველ რიგში ვულოცავ ნაკრებს, ჩვენს ძალიან დიდ გულშემატკივარს. მადლობა, რომ ყოველთვის მხარს გვიჭერთ.

ჩემთვის ეს უკვე მეექვსე ევრობასკეტი იქნება, სავარაუდოდ, აქვე ვიტყვი, რომ ამ ევრობასკეტის შემდეგ ჩემი სანაკრებო კარიერა დასრულდება, საკლუბო კარიერას კი ვაგრძელებ. მართლაც ყველაფერი გავაკეთე, უკვე 20 წელია ნაკრების ღირსებას ვიცავ, ძალიან დიდი დრო გავიდა, 5-ჯერ ვითამაშე ევრობასკეტზე და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ქართული კალათბურთის ისტორიაში ჩაიწერება, ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო კალათბურთის განვითარებისთვის. სუპერლიგაში დაბრუნება? არა, მაგას არ განვიხილავ, ვფიქრობ, ესპანეთში კიდევ სამი სეზონი ვითამაშო და შემდეგ მომავალი გვიჩვენებს რა მოხდება“, - აღნიშნა შერმადინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 მოგებით და 2 წაგებით მეორე ადგილზეა, რაც საკმარისი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. ბოლო ტურში ჯიკიჩის გუნდი 24 თებერვალს, სტუმრად სერბეთს შეხვდება, ამ მატჩს ფორმალური ხასიათი ექნება.

ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში, ლატვიაში, პოლონეთში, კვიპროსსა და ფინეთში 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაიმართება. წილისყრა მოგვიანებით ჩატარდება და გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ქვეყანაც, სადაც ითამაშებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740225417

ახალი ამბები

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

 არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი...

არჩილ ტატუნაშვილი

1740220594

მსოფლიო

აშშ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, გაეროს ისტორიულ რეზოლუციას შესთავაზებს

 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაეროს ისტორიულ რეზოლუციას წარუდგენს, - წერს სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. „აშშ-ის პრეზიდენტი ერთგულია ი...

აშშ-ის კონგრესი

1740218991

მსოფლიო

პერუში, სავაჭრო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა

 პერუში მდებარე სავაჭრო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც მედია იუწყება, დაშავებულია დაახლოებით 74 ადამიანი, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს...

ჩამონგრევის

1740215625

ახალი ამბები

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვი...

არჩილ ტატუნაშვილი

1740215407

სპორტი

ალეკსანდარ ჯიკიჩი - ქართველმა კალათბურთელებმა ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს

 საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან გამართული შეხვედრა შეაფასა. ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 62:60 დაამარცხე...

კალათბურთი