ილია მეორე ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ "ბასიანს" 20 წლის იუბილეს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ "ბასიანს" 20 წლის იუბილეს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკლორის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ანსამბლ "ბასიანს" და მის ხელმძღვანელ ბატონ გიორგი დონაძეს გულითადად ვულოცავ ანსამბლის დაარსებიდან 20 წლისთავს.

ეს ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ და კვლავაც არიან თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის წევრები, მაგრამ უფლისადმი გალობისა და ღვთისმსახურების გარდა, 2000 წლიდან მათ მიზნად დაისახეს, ემსახურათ ქართული ფოლკლორისთვისაც, გამორჩეული და ფრიად ღირებული მუშაკობა გაეწიათ ჩვენს წიაღში აღმოცენებული, როგორც უნიკალური გალობის, ისე ხალხური სიმღერისთვისაც.

და, აი, უკვე 20 წელზე მეტია ბასიანი იღწვის ქართული მუსიკალური აზროვნების ამ ორი სხვადასხვა, მაგრამ ურთიერთგანმსჭვალავი მიმართულების წარმოჩენისა და ახალ საფეხურზე აყვანისათვის.

უძველეს სიმღერათა და საგალობელთა გაცოცხლებით, პროფესიონალიზმითა და შესრულების დახვეწილი მანერით მათ უცხოეთშიც რაერთხელ ასახელეს სამშობლო.

ღმერთმა კვლავაც მრავალი წელი ამსახუროს ისინი ქართულ კულტურას, ქართულ სულიერი მემკვიდრეობას და ყოველთვის შეაძლებინოთ ბასიანის მსგავსი გამარჯვებების მოპოვება პირად ცხოვრებაშიც და სამოღვაწეო ასპარეზზე.

უფალმა დალოცოს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სიმღერა-გალობა და მისი უანგარო მსახურნი“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაში.

სხვა სიახლეები:

🔲 "ჩვენ ერთობლივი ძალებით, ავწიეთ სამედიცინო პირბადეების ხარისხი" - გიორგი ფხაკაძე

🔲 გიორგი ფხაკაძე: ომიკრონი, სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიც არის

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1742047637

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი - ევროპაში საზღვრების საკითხზე ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომლებიც არა მხოლოდ მათი ქვეყნებისთვისაა ცუდი, არამედ ჩვენთვისაც, ევროპას ცივილიზაციური თვითმკვლელობა ემუქრება

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, საზღვრებზე კონტროლის გარეშე ევროპას „ცივილიზაციური თვითმკვლელობის“ საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა ლორა ინგრეჰემთან ექსკლუზიურ ინტერვი...

ჯეი დი ვენსი

1742047565

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი - დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ვიქტორ ორბანმა ასევე კვლავ გამორიცხა უკრ...

ვიქტორ ორბანი

1742046996

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია რთულ ვითარებაშია და საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია რთულ ვითარებაშია და საბაბებს ეძებს, არ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. დეპუტატის თქმით, ოპოზიც...

ლევან მაჭავარიან

1742044394

მსოფლიო

კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი დადო და ჯასტინ ტრიუდო თანამდებობაზე ოფიციალურად ჩაანაცვლა

კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ფიცის დადებისას მან ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ მესამეს, ასევე მის მემ...

მარკ კარნი

1742042800

ახალი ამბები

მიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრ...

გმირთა მოედანი