ირაკლი კირცხალია: ყველაფერი გაშიშვლდა, ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი და სწორედ ამ უტიფრობას და თავხედურ მიდგომებს ვხედავთ არა მარტო ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს არის ფაშიზმი დემოკრატიის სახელით

 „უკვე სათვალავიც აგვერია თუ რამდენი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა თუ ცალკეულმა ქვეყანამ, როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, როგორი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები იკითხებოდა იმ პატრონების მხრიდან, რომლებიც პატრონობენ აქ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ - სრულიად დაცლილი ყოველგვარი მორალისგან, ყოველგვარი ფაქტისგან, ნაკარნახები, როგორც ლობიზმით, ასევე, ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი სტანდარტით. სამწუხაროდ, 2022 წლის შემდეგ, როგორც ქართული საზოგადოება, ასევე, მსოფლიო შეაჩვიეს ორმაგი სტანდარტებით საუბარს. ამას აკეთებენ „დიფ სთეითის“ მხრიდან ხელდასმული, არარჩეული ბიუროკრატები და ასევე, ხელდასმული პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან ევროკავშირის ამა თუ იმ წამყვან თუ არაწამყვან ქვეყნებში, ბიუროკრატიებში და ასევე, ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც მოქმედებენ ევროპის და დემოკრატიის სახელით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ხელისუფლების გამოხმაურება თითოეულ იმ უსამართლო რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებით იწერებოდა და „ჩალის ფასი“ ჰქონდა.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა ერთი ნათელი, ბოლო მაგალითი. ჩეხეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც უაპელაციოდ ითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ღიმილის მომგვრელია ყოველივე, როდესაც მათი მხრიდან პოლიტპატიმრებზეა საუბარი. ამასთან, ისინი და მისი პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში ლობირებენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“. როდესაც საქართველოში ჩეხეთის დიპლომატიური მისიისგან მოვითხოვეთ განმარტება, თუ რის საფუძველზე იყო ეს რეზოლუცია მიღებული და რა ფაქტებზე დაფუძნებით ითხოვდნენ ახალი არჩევნების დანიშვნას - საელჩო გვეუბნება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში, თურმე დიპლომატიური მისია აქ, საქართველოში არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე შეფასებით, ეს არის ის მიდგომები, რომლის კორიანტელიც ვნახეთ მართლაც დიდი აგენტურული ქსელისგან, რომელიც არის „დიფ სთეითისგან“ მართული.

„ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება. ყველაფერი გაშიშვლდა, ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი და სწორედ, ამ უტიფრობას და თავხედურ მიდგომებს ვხედავთ არა მარტო ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ფაშიზმი დემოკრატიის სახელით. დღეს ევროკავშირიდან გვესაუბრებიან ფაშიზმით ევროკავშირის სახელით და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს, და კიდევ ძალიან კარგად დააფასებს თითოეულ მომდევნო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება. ამას არ შეეგუება არასდროს არც ერთი თავმოყვარე, სუვერენული ქვეყანა, ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1742313197

მსოფლიო

თეთრი სახლი: პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ოვალურ კაბინეტში იმყოფება და ესაუბრება ვლადიმირ პუტინს - სატელეფონო საუბარი კარგად მიმდინარეობს

პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ოვალურ კაბინეტში იმყოფება და ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, - განაცხადა თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ, დენ სკავინომ. „სატელეფონო საუბარი კარგად მიმდ...

მსოფლიო

1742311228

მსოფლიო

იტალიის პრემიერი: ევროპული ჯარები უკრაინაში? სარისკო და არაეფექტური ვარიანტია

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალიური ჯარების უკრაინაში გაგზავნა დღის წესრიგში არასდროს ყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. „ისევე როგორც მიგვაჩნია,...

ჯორჯია მელონი

1742310409

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც LGBTQ+ პრაიდს კრძალავს - Associated Press

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც LGBTQ+ პრაიდის ღონისძიებებს კრძალავს და ხელისუფლებას უფლებას აძლევს, გამოიყენოს სახის ამოცნობის პროგრამა მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის. ამის შესახებ სააგენტ...

LGBTQ

1742309743

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი - უცხო ქვეყნებს ყველაფერი უხეში და არაცივილური ფორმით მიაქვთ, აღარაფერს ვამბობ სამართლებრივ სისტემებზე, მათ ვერ ვენდობით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეწარმეები უცხო ქვეყნებს არ უნდა ენდონ. „რა არის ამაში კარგი?“, – იკითხა პუტინმა, შემდეგ კი თა...

პუტინი

1742308166

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: საელჩოებისგან მიჩვეულები ვართ ისეთ მუშაობას, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებს ნამდვილად ცდება

„საელჩოებისგან მიჩვეულები ვართ ისეთ მუშაობას, რომელიც მათი კომპეტენციის ფარგლებს ნამდვილად ცდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. დეპუტატ...

ლევან მაჭავარიანი