ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ ძალიან დამაჯერებელ, უკვე მე-9 საარჩევნო გამარჯვებაში
„რეალურად, ოქტომბერში არჩევანი იქნება უალტერნატივო, ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა“, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2021 წელს რომ გაემარჯვა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს, საქართველო დღეს უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.
„როდესაც საუბარი გვაქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, ამ პარტიების თითოეულ ამომრჩეველსა და მხარდამჭერს ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორც ეკისრებათ მათ ცნობილ პოლიტიკოსებს. შეიძლება ვიღაცამ არასწორი შეფასებების გამო დაუჭირა მხარი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ 2021 წელს რომ გაემარჯვა იმ ამომრჩეველის არჩევანს, რომელმაც მაგალითად ხმა მისცა „ნაცმოძრაობას“, ხაზარაძეს, გახარიას, „გირჩს“, „ევრონაცებსა“ და ა.შ. მათი არჩევანის გამარჯვების შემთხვევაში საქართველო დღეს იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას უნდა მოვუწოდოთ, თითოეულ ამომრჩეველს, საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად გაიაზრონ და ამის საფუძველზე გააკეთონ არჩევანი. დღეს, ერთადერთი უალტერნატივო არჩევანია. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა, დემოკრატიისთვის არ არის კარგი, როცა ამომრჩეველს არ აქვს ალტერნატივა. დემოკრატიულ სისტემაში, ბუნებრივია, ჯანსაღ სისტემაში უნდა ჰქონდეს არაერთი ალტერნატივა ამომრჩეველს, როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა ევროპულ ქვეყნებში, რომ არც ერთი პარტიის გამარჯვება არ ნიშნავდა ქვეყნის გაუბედურებას. ჩვენთან ასე არაა საქმე. თუ რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი გაიმარჯვებს, ეს პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის ძალიან მძიმე უბედურებაში გახვევას. 2021 წელს მათ ამომრჩეველს რომ გაემარჯვა, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას, „გირჩს“ და ა.შ. ჩვენ დღეს ვიქნებოდით უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, ამიტომ, საკუთარი პასუხისმგებლობა არჩევანის გაკეთების დროს თითოეულმა ამომრჩეველმა მაქსიმალურად უნდა გაიაზროს“, - განაცხადა პრემიერმა გადაცემა იმედი LIVE-ში.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია.
„ბოლო კვლევების თანახმად, 60 %-ზე მაღალია ჩვენი რეიტინგი და მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მას შემდეგ რაც ბოლომდე გავიტანთ, დარწმუნებული ვარ, ეს 60%-ზე მაღალი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. როცა საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ სუვერენიტეტის სადარაჯოზე, ეს კიდევ უფრო მეტად დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო რეიტინგზე. ამიტომ ,არჩევანს არ აქვს ალტერნატივა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ ძალიან დამაჯერებელ, უკვე მე-9 საარჩევნო გამარჯვებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
1715874640
ახალი ამბები,,თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა” - პრემიერი
თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვისნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორშეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოსპ...
1715867911
საზოგადოება17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება
დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან...
1715866727
საქართველო„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე
„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...
1715865642
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1715861843
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და...