ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს წევრად რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე, საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო
ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო.
„პირველ რიგში, აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათეხარისხოვანი ორგანო, ვიდრე თუნდაც ევროპარლამენტი. თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო.
ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები თავის დროზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, როცა ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში, კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდით და რა თქმა უნდა, ამ თემებზე განვაგრძობთ მუშაობას ევროსაბჭოს ფორმატში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
1738244513
ახალი ამბებიპრემიერი: სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ
„დღეს მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...
1738242476
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8761 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8784 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1738240985
ახალი ამბები„მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურისტული კავშირების გამყარებას საქართველოსა და სომხეთს შორის“ - ირაკლი კობახიძე
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, ყოველ წელიწადს საქართველოს მილიონამდე სომეხი ტურისტი სტუმრობს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის არის...
1738240013
საქართველონიკოლ ფაშინიანი: დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარა, გვქონია მიღწევები და ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარეს, გვქონია მიღწევები და ბევრი დაბრკოლებაც გადაგ...
1738238865
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 3 მილიარდ ლარამდე დახარჯეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.6 მილიონი შემოსვლა, რაც 4.5 პროცენტით მეტია წინა წლის...