ირაკლი კობახიძე - ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა, დღესაც ამ ბრძოლას გავდივართ, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი

„ქართველი ხალხი 80-იან წლებში იბრძოდა იდენტობისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის დღესაც იმავე ბრძოლას გავდივართ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მერაბ კოსტავას სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი. მისივე თქმით, ვინც ეს არ გააკეთა, ძალიან მძიმე პრობლემებიც წინაშე დადგა.
„მინდა, გავიხსენო ის პროცესები, რომლებიც 80-იან წლებში გამოვიარეთ. მაშინაც, რეალურად, ქართველი ხალხი იბრძოდა იდენტობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და ამ წლებშიც იმავე ბრძოლას გავდივართ. მაშინ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მათთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა.
იყო ძალიან რთული ბრძოლა და საბოლოო ჯამში, ქვეყანამ მიაღწია დამოუკიდებლობას, თუმცა, როგორც მერაბ კოსტავა ამბობდა, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი და დღესაც ვართ ამ პროცესში, მით უმეტეს, ვართ ძალიან პატარა ქვეყანა, მცირე მოსახლეობით, ასეთ დროს, ბუნებრივია, გამოწვევები არის უფრო მეტი. შესაბამისად, დღესაც გვიწევს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ვინც ეს ასე არ გააკეთა, ძალიან მძიმე პრობლემების წინაშე დადგა,“- განაცხადა პრემიერმა.
1744140376
სპორტიგივი მაჭარაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმა. პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი მაგომედ ყურ...
1744138775
საზოგადოებააშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ არ დაუშვებს, რომ ჩინეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საფრთხე შეუქმნას პანამის არხის ფუნქციონირებას
პანამის არხზე ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ჩინეთი საფრთხეს უქმნის პანამის არხს. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ და პანამა ერთად უზრუნველყოფენ ამ საკვანძო ა...
1744137898
მსოფლიოტრამპმა ჩინეთს 104%-იანი ტარიფები დაუწესა - თეთრი სახლი
აშშ-მა ჩინეთს 104%-იანი ტარიფები ოფიციალურად დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, იტყობინება CNN. აღინიშნა, რომ ახალი ტარიფები ძალაში შევიდა...
1744134303
საზოგადოებაირაკლი ბენდელიანი: შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე იყო კონკრეტული ბზარები, დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა კონკრეტულად ამ ადგილას გზის ნაწილობრივ შეზღუდვა
თბილისის მერიის ყველა სამსახური 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ჩამოშლილი ჯებირის აღდგენა, - განაცხადა თბილ...
1744131515
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია: აქტივიზმი და რევოლუციონერობის მცდელობა, საპასუხისმგებლო საქმეა, დოის გასტროლებზე და ნანკას პათეტიკებზე ამოფარება არ გამოვა, ან დგახარ გამაუპატიურებელი რეჟიმის მობრუნების ავანგარდში და ამას აღიარებ, ან ელოდები არჩევნებს
საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ ადამიანების ისეთ პირად ტრაგედიებს, ყველაზე პერვერსიული საშინელებათა ფილმის სიუჟეტებში რომ ვერ აღმოაჩენ, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩ...