ირაკლი ბენდელიანი: შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე იყო კონკრეტული ბზარები, დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა კონკრეტულად ამ ადგილას გზის ნაწილობრივ შეზღუდვა

თბილისის მერიის ყველა სამსახური 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ჩამოშლილი ჯებირის აღდგენა, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

„შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე იყო კონკრეტული ბზარები, დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა კონკრეტულად ამ ადგილას გზის ნაწილობრივ შეზღუდვა, რამაც ფაქტობრივად საფრთხე აგვარიდა თავიდან. დღეს უკვე ის მონაკვეთი, რაც შეზღუდული იყო ამის გარდა კიდევ ერთი ზოლის შეზღუდვას მოვახდენთ. მაგის გარდა მოძრაობებს, მიმართულებებს გავხდით ცალმხრივს, ანუ ორივე მიმართულებით იქნება შესაძლებელი გადაადგილება ორ-ორ ზოლში და როგორც გითხარით 24 საათიან რეჟიმში იქნება მერიის ყველა სამსახური ჩართული, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ სამუშაოების განხორციელება”, - განაცხადა ბენდელიანმა.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები დაწყებულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744868716

ახალი ამბები

დავითულიანი დოიაშვილის გათავისუფლებაზე: ბოლო 5-6 თვის მანძილზე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებითი პროცესი თეატრში არ აღმდგარა, სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა

დავით დოიაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა. დავითულიანის განმარტებით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თე...

დეპუტატი

1744867822

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად - დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს?

საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,...

ირაკლი კობახიძე

1744866286

ახალი ამბები

პრემიერი: აქციებისას უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად, ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, ეს ნორმალურია?

უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...

ირაკლი კობახიძე

1744865928

საზოგადოება

დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს ვნების კვირის ხუთშაბათია. დღე, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს. ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის...

დღეს დიდი ხუთშაბათია

1744835719

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - პროცესები ისე მიდის ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში შეიძლება, ცვლილებების დრო აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც

 „პროცესები ისე მიდის თავად ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში ცვლილებების დრო შეიძლება, აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...

ირაკლი კობახიძე