ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დღეს ერევანში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
1738248558
საქართველოგამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს
გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს. როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, Eagle Hills-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრო...
1738247180
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...
1738246238
სპორტიპორტუგალიურმა კლუბმა ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა
პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა, „ფამალიკაომ“ ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. „ოთარ მამაგეიშვილი...
1738246172
მსოფლიოღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების გამო პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა
ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო. მედიის ცნობით, ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდა...
1738245556
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: ევროსაბჭოს ასამბლეაში მიღებული რეზოლუცია საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მედიასთან აფასებს. „ყველა არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნას არჩევნები ლეგიტიმუ...