ივანე ჩხაიძე კორონას ახალ შტამზე: ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არც მაღალი ტემპერატურა

"უცნობია, როდის შემოვა საქართველოში „ომიკრონის“ შტამი, მაგრამ ის ძალიან მალე გახდება დომინანტური",ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ დღეს მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, “ომიკრონის“ გავრცელების შემთხვევაში, ქვეყანაში რეინფიცირების რიცხვი გაიზრდება.

მისივე თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ორი რეკომენდაცია აქვს – ვაქცინაციის გაზრდა და ე.წ. ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება.

"ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული და დღეს უკვე 52 ქვეყანაშია.

ასე, რომ ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებისა და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებაა.

რაც შეეხება სხვა ტიპის საფრთხეებს, რა თქმა უნდა, ზამთარში, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარში რესპირაციული ინფექციების მატების პიკია, რაც საფრთხეს წარმოადგენს.

იცით, რომ წინა კვირას გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და სავარაუდოდ, გრიპის შემთხევებიც მოიმატებს და ესეც საფრთხეა.

ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და მოსალოდნელია რესპირაციული ინფექციების მატება.

გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი მთელი 2 წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება, ვინაიდან ასეთი რეალურ საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდვილად არ ყოფილა.

ე.წ.ბსუტერ დოზის გაკეთება არის ერთ-ერთი გზა, ვინაიდან „ბუსტერის“ მიერ მიღებული იმუნური პასუხი არის გაცილებით უფრო ძლიერი, მყარი და ხანგრძლივი, ვიდრე ვაქცინის პირველი ორი დოზის გაკეთების შემდგომ.

ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა.

უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით“,- განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი "ომიკრონი" არ დაფიქსირებულა. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იგი საქართველოშიც ძალიან მალე გამოჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 "ომიკრონი საქართველოში მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება, შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის" - ჯანდაცვის ექსპერტი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1742198075

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, ჯამში კი, სასჯელის ვადად 12 წელი და 6 თვე განესაზღვრა

 თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სააკაშვილს სასჯელის ზომად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა....

ექსპრეზიდენტი

1742192312

ახალი ამბები

ამინდი უარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

 გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნა...

ამინდი

1742157765

საზოგადოება

17 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 17 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს: საბურთალოს რაიონი ქსელში გადა...

შუქი დენი

1742156338

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნ...

პრემიერ-მინისტრი

1742154711

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთ...

საქართველოს პრეზიდენტ