ჯონდი ბაღათურია: სახელმწიფო ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა მაგალითად მაშინდელი ტელეკომპანია რ2-ის ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილება პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა პრეზიდენტობის ვადაში მილიარდების დაგროვება სახელმწიფო ქონების და სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე შეძლო, რომელსაც მაშინდელ სოდ-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კოდუა ახორციელებდა, ხოლო ბანდიტიზმის გათეთრებაში ჩართული იყო რუსთავი 2-ის სახელით ნანუკა ჟორჟოლიანი.
„დავიწყებ იმით, რა შემოსავლებით დაიწყო სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა მისი პრეზიდენტობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რით დაიწყეს და როგორ მოხერხდა მისი პრეზიდენტობის ვადაში მილიარდების დაგროვება - ძირითადად სახელმწიფო ქონების ხარჯზე, თუმცა არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების ხარჯზე, არამედ რიგითი ადამიანების ძარცვის, პირდაპირ სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე, როდესაც ადამიანებისგან პირდაპირ ხდებოდა მისი კერძო, პირადი ქონების ჩამორთმევა და მერე ამ ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა მაგალითად მაშინდელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ჩართული იყო ცრუ ბრალდებების შექმნაში ადამიანების წინააღმდეგ. ირაკლი კოდუა, რომელიც მაშინდელ სოდ-ის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, თუმცა მე არ მინდა შევქმნა ილუზია, რომ ეს ირაკლი კოდუას დონეზე ვერ გადაწყდებოდა, ასეთი საჯარო ბანდიტიზმი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით. შეუძლებელია, თუნდაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირის დონეზე გადაწყვეტილიყო და ეს პრეზიდენტთან შეთანხმებული მინიმუმ არ ყოფილიყო და ამ დროს ამ ბანდიტიზმის გათეთრებაში და ერთი ადამიანის გასრესაში ჩართული იყო რუსთავი 2-ის სახელით ნანუკა ჟორჟოლიანი, მისი ცოლი“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
1744817634
ახალი ამბებიკულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...
1744815989
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიციის პატრონები თუ გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში მიაღებინონ მონაწილეობა, კიდევ ერთხელ მიიღებენ სრულ განადგურებას, მე-10 საიუბილეო დამარცხება იქნება
მტკიცება არ სჭირდება, რომ ოპოზიციური პარტიები კონკრეტული დავალებებით მოქმედებენ, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. თუნდაც საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც შეიძლება ძალიან აქტიურად არ იყოს პოლიტიკურ...
1744811973
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ატარებს ეროვნულ ინტერესებს, ევროპაში რომ რეალური პრობლემებია, ეს მხოლოდ ფიცოს შეფასება არ არის, ამაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც საუბრობს
„სამწუხაროდ, ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც თავის სუვერენიტეტს იცავს და ეროვნულ ინტერესებს ატარებს. ფიცოს ინტერვიუ რომ გავიხსენოთ, სლოვაკეთი საქართველოთი რომ შეგეცვალათ, იფიქრებდით, რომ საქართვე...
1744811401
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უცხოეთიდან როგორი გადალაგებაც არ უნდა დაავალონ, გახარიას ნულოვანი ფასი აქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე გიორგი გახარიას კონკურენტად ვერ განიხილავს, რადგან მას ნულოვანი ფასი აქვს. ლევან მაჭავარიან...
1744810834
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები უკვე აღარც კანონს ითვალისწინებენ და არც იმ პრინციპებს და ტრადიციებს, რაზეც ევროკავშირი დგას
„ევრობიუროკრატები უკვე აღარც კანონს ითვალისწინებენ და არც იმ პრინციპებს და ტრადიციებს, რაზეც ევროკავშირი დგას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაც...