კახა კალაძე 9 აპრილის აქციაზე: იქ იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მემორიალზე ასულები ცეკვავდნენ, რისი დამადასტურებელი კადრებიც არქივში არსებობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 9 აპრილის მემორიალის ბლოკირება და მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა განახორციელა მარგინალურმა, რადიკალურმა დაჯგუფებამ, რომლის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებისას აღნიშნულ მემორიალზე ასულები ცეკვავდნენ კიდეც.

„ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის. ესენი არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, ვინც გამოირჩევიან აგრესიით, არიან გამარგინალებული. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ის, რომ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა, მისულიყვნენ 9 აპრილის მემორიალთან და პატივი მიეგოთ დაღუპულთათვის. სხვათა შორის, იქ იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ამ მემორიალზე ასულები ცეკვავდნენ. არსებობს ამ ფაქტის ამსახველი კადრები არქივში, მოიძიეთ და ნახავთ. ამ ადამიანებს არაფერი აინტერესებთ, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ისინი მხოლოდ ასრულებენ თავიანთი პატრონების დავალებას. ყველა ვხედავთ, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, ხოლო რადიკალებსა და მარგინალებს ამ ქვეყანაში არანაირი მომავალი არ აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ იყო პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში საბჭოთა არმია მოხსენებული როგორც უცხოური ძალა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საბჭოთა არმია იყო უცხო ძალა, რომელმაც საქართველოს უბედურება დაატეხა თავს.

„ის უბედურება, რაც ჩვენ დაგვატყდა თავს 36 წლის წინ, უცხოური ძალის მიერ იყო მოწყობილი. აბა ვინ იყო საბჭოთა არმია, თუ არა უცხოური ძალა? საბჭოთა არმია როგორ იქნებოდა ქართული? ის, რაც მოხდა, იყო უმძიმესი, მივიღეთ კატასტროფული ვითარება, დაიღუპა უამრავი ადამიანი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, უცხოურ ძალას საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის ჰქონდა თავისი ინტერესები.

„არ იფიქროთ, რომ საქართველოში ქართველის გასაკეთებელს ევროპელი, ან ამერიკელი გააკეთებს. ბევრი რამ კეთილი საქმეებით იფუთებოდა, მაგრამ ამის უკან იყო სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა, საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება, რაც ბოლო წლებში ძალიან კარგად გამოაშკარავდა“, – განაცხადა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744915581

ახალი ამბები

სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, არცერთ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი ა...

სოზარ სუბარი

1744913119

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს

 „რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკე...

სოზარ სუბარი

1744911668

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!

 „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქს...

ზურაბ ქადაგიძე

1744909285

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: გიგი უგულავამ ერთხელ უკვე თქვა, რასაც გვეტყვიან გარედან, იმას გავაკეთებთ საბოლოოდ ჩვენო, დაველოდოთ როგორი იქნება გარედან ჩვენი ეროვნული ოპოზიციის მიმართ გამოგზავნილი მორიგი დეპეშა

 მათ დღეს თავიანთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აქვთ. ელოდებიან როგორი იქნება გარედან მითითება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი...

ირაკლი ქადაგიშვილი

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი