კახა კალაძე: საქართველოს მოუწია ბეწვის ხიდზე გავლა, იყო იმის საფრთხე, რომ ქვეყანას სახელმწიფოებრიობა დაეკარგა

„ჩვენი მხრიდან არ იყო მარტივი ის, რომ არ გადავდგით ნაბიჯი და მავანს არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო სხვა რომელიღაც დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამისთვის შეგვეწირა სამშობლო და ჩვენი ხალხი. ეს არ იყო მარტივი, ამას ახლდა ძალიან ბევრი მუქარა, შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება, შეურაცხყოფა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა გზის გავლა მოგვიწია, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში.
კალაძის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკით იცავს საქართველოს ინტერესებს.
„ზუსტად იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რასაც «ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო» ატარებს, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. ამ პოლიტიკის გატარების დროს ქვეყნის შიგნითაც უამრავი შეურაცხყოფა მივიღეთ, ბევრი ადამიანი ვერ გაერკვა, თუ რა ხდებოდა და რა პროცესები მიმდინარეობდა. დღეს კი ყველაფერი ხელის გულზე დევს და არჩევანი და ანალიზი მარტივი გასაკეთებელია. მაგრამ როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ბევრს არ სჯეროდა, თუ რა გლობალური ომის პარტიაზე და რა „დიფ სთეითზე“ ვსაუბრობთ. დღეს აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა „დიფ სთეითის“ დამარცხება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძოლაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოს რომ შეცდომა დაეშვა და ხელისუფლებას არასწორი ნაბიჯი გადაედგა, კერძოდ გაეხსნა მეორე ფრონტი, მიერთებოდა სანქციებს, დღეს ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა იქნებოდა და შესაძლოა, სახელმწიფოებრიობაც დაეკარგა.
1743182135
ახალი ამბებივანო ბეჟაშვილი: ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს, ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შსს-ის რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს
„სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია ჩემი უკმაყოფილებით,...
1743180882
ახალი ამბებიელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა. ხოშტარია პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელენე ხოშტარია დაკავებულია ადმინისტრ...
1743179543
საზოგადოება2025 წლის I კვარტალში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია - BAG
2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია და 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, მაჩვენებელი გაუარესდა ყველა სექტორში გარდა ვაჭრობის სექტორისა, - ამის შესახებ საქართვე...
1743177716
მსოფლიოვიქტორ ორბანი - ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, ჩვენ დავრჩებით მშვიდობის მხარეს, თუნდაც ევროპა ჩაებას ომში
ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი მშვიდობის მხარეს...
1743172704
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი ირაკლი ბათიაშვილს: უმაღლესი მთავარსარდალი ძირითადად არ იყო კონტაქტზე სამხედრო პირებთან და გენერალურ შტაბთან - რატომ ჰქონდა სააკაშვილს ეს დამოკიდებულება ჯარის მიმართ?
მართალია თქვენ 2003 -2012 წლებში თანამდებობები არ გქონდათ, მაგრამ მანამდე გქონდათ ისეთი თანამდებობები, როგორიცაა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური, მისი ხელმძღვანელობა და შემდგომში - თავდაცვისა და უში...