შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე, რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად

„აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე. რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელსაც უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად და ვხედავთ, თუ რა ანატომია ჰქონდა სინამდვილეში ამ რეჟიმს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა, როდესაც საგამოძიებო კომისიის შესახებ საუბრობდა.
„სულ რამდენიმე დღეა, რაც აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია. ჩვენი საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს იმ ჩვენებებს, რომლებსაც სხვადასხვა მოქალაქე აძლევს კომისიას. უკვე ამ დღეებში ჩვენ რაც ვნახეთ, ჩანს ის მძიმე სურათი, რომელიც სპორადულად, ფრაგმენტულად ვიცოდით, ზოგს შეიძლება მეხსიერებაშიც აღარ ჰქონდა, განიახლა ამით საკუთარი მეხსიერებაც და აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე. რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელსაც უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად და ვხედავთ, თუ რა ანატომია ჰქონდა სინამდვილეში ამ რეჟიმს.
რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. მოვისმინეთ ჩვენ ისტორიები, თუ როგორ იყენებდნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებას, ისე საბანკო სისტემას იმისთვის, რომ ეიძულებინათ ბიზნესმენები, დაეთმოთ საკუთარი ბიზნესები სხვათა სასარგებლოდ. ამ დღეებში ვისმენთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, თუ როგორი ქაოსური იყო მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებები. ვნახეთ, პოლიტიკის ჩარევა სამხედრო გადაწყვეტილებებში, ვნახეთ, თუ რამდენად მოღალატეობრივი იყო საერთო ჯამში პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები. მოვისმინეთ ისტორიები იმასთან დაკავშირებით, რაც მანამდეც გვსმენია, რამდენად უყურებდნენ ისინი ომს, როგორც პიარს და არა როგორც ველს, როდესაც მნიშვნელოვანია სწორი სამხედრო გადაწყვეტილებების მიღება. მოვისმინეთ კოდორთან დაკავშირებით, სადაც, ფაქტობრივად, უბრძოლველად მიატოვეს ხეობა, წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით იყო უზრუნველყოფილი მისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფაქტობრივ და სამართლებრივ სივრცეში ყოფნა.
ეს ისტორიები ჯერ კიდევ გაგრძელდება. ასე რომ, ამანაც გამოაჩინა, რომ იგივე ძალა სხვადასხვა კონფიგურაციით შემდეგ როგორ აგრძელებდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას. ვისმენთ ისტორიებს, მაშინ საბანკო სექტორში მყოფი ხაზარაძე როგორ არეკეტებდა ბიზნესებს, როგორ იყენებდნენ მას სწორედ რეკეტისთვის და დღეს იგივე ხალხი არის პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი ქოლგის ქვეშ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს, როგორც განგრძობითი დანაშაული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა მათი ხელისუფლებაში ყოფნის და არყოფნის დროს იქნას შესწავლილი და შეფასებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1743419899
საზოგადოება2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: პარლამენტარებს ვეკითხებოდი სად წავიყვანო მოსახლეობა და სადაც ცარიელ შენობებს ნახავთო. ხალხმა თვითონ გადაწყვიტა შენობების დაკავება
2004-შიც გამოვიყვანეთ მოსახლეობა, ბავშვები და ქალები, მაგრამ მაშინ ვიცოდით სად უნდა წაგვეყვანა. მარტო კახეთის რეგიონში, 5 რაიონში მყავდა გადანაწილებული, მყავდა ბაზალეთზე, მყავდა საგურამოში. ვიცოდი სად...
1743418422
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, ეს ყველაზე მეტად მომხმარებლებისთვის იქნება სარგებლიანი
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაუ...
1743417910
საზოგადოება2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: არავის უთქვამს, განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ - ხალხმა თავს თვითონ უშველა
ასე რომ რამე მქონოდა, ან ვინმეს ეთქვა, რომ განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, არავის უთქვამს, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ, რომ ამაში მე რაღაცა ლომის წვლილი მივიღე, ან გმირად წა...
1743417625
საზოგადოებაემზარ კვიციანი: პატრიარქს ვუთხარი, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ხეობაში ძალების შემოყვანას, პატრიარქმა მითხრა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაჰბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო, მას მეტი ინფორმაცია ჰქონდა
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დად...
1743417566
საზოგადოებაემზარ კვიციანი: 2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი
2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი, – განაცხადა კოდორის ხეობის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ემზ...