კოვიდის სამკურნალო წამალმა პაქსლოვიდმა ავტორიზაცია მოიპოვა

,,ფაიზერის" წარმოების პირველმა მედიკამენტმა პაქსლოვიდმა FDA-ს ავტორიზაცია მოიპოვა. ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და წამლის ადმინისტრაციამ( FDA) პაქსლოვიდის მედიკამენტის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა დაუშვა.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ მედიკამენტს 89%-ით შეუძლია შეამციროს მოზრდილებში კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკი თუ პაციენტები პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 3 დღეში პრეპარატს მიიღებენ.
,,ფაიზერის" აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებით, კოვიდის სამკურნალო პირველ მედიკამენტს პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია და 10-დან 1-მდე ამცირებს ინფიცირების სიმძიმეს. პაქსლოვიდის გამოყენება ექიმის რეცეპტით იქნება შესაძლებელი. ,,ფაიზერის" მიერ დამზადებული მედიკამენტი პაქსლოვიდი ანტივირუსულ ნაერთებს (ნირმატრელვირს, რიტონავირს) შეიცავს.
,,კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი მედიკამენტის ავტორიზაცია არის მთავარი ნაბიჯი გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ როდესაც სახეზე გვაქვს ვირუსის ახალი შტამები,“ – განაცხადა პატრიცია კავაცონიმ, რომელიც საკვებისა და წამლის ადმინისტრაციაში წამლების შეფასებისა და კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს.
პრეპარატის შემქმნელებისა და მკვლევარ-მეცნიერების განცხადებით, მედიკამენტი პაქსლოვიდი არ არის ვაქცინაციის პროცესის შემცველი და ვაქცინაცია კვლავ რჩება ყველაზე მნიშვნელოვან იარაღად კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-სთვის ემილია-რომანიადან
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...