კვიპროსში ქართველი ემიგრანტები სასტიკად სცემეს

კვიპროსის ქალაქ პაფოსში მცხოვრები ქართველები სასტიკად სცემეს - ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Phileleftheros-ი წერს.
გამოცემის ცნობით, უცნობი პირების თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ქართველი საავადმყოფოში მოხვდა.
დაზარალებულებმა, 36 და 47 წლის ქართველებმა პოლიციას მიმართეს. მათი საჩივრის მიხედვით ირკვევა, რომ პაფოსის სანაპიროზე ყოფნისას, მათ თავს უცნობი პირები დაესხნენ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე სცემეს.
დაზარალებულებმა ადგილობრივ ჰოსპიტალს მიმართეს. მათ სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდათ. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, დაზარალებულები კლინიკიდან გაწერეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...
1741621047
მსოფლიოკრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან
„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...
1741618565
მსოფლიოBild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება
აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....
1741612495
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...