ლევან მაჭავარიანი: ამერიკა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენი ამოცანაა, ამერიკასთან აღდგეს რეალურ პარტნიორობასთან დაფუძნებული ურთიერთობები

„როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის ინტერესი გაქრება და ძალიან იოლი იქნება ურთიერთობების გადატვირთა აშშ-თან, რაც ავტომატურად პოვებს ასახვას ევროკავშირთან ურთიერთობაზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სტრატეგიული პარტნიორების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო  გააგრძელებს ფრთხილ პრაგმატულ პოლიტიკას და ეცდება მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას ყველასთან.

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ  ამერიკა მნიშვნელოვანი პარტნიორია და დღის წესრიგში დგას ამერიკასთან რეალურ პარტნიორობასთან დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა.

„ურთიერთობის გადატვირთვა აშშ-თან და ევროკავშირთან დამოკიდებული იყო რამდენიმე ფაქტორზე. ეს იყო - საქართველოში ჩატარებული არჩევნები, ამერიკაში ჩატარებული არჩევნები, ორივე დამთავრდა სასურველი შედეგით. ხაზგასმით ვამბობ, რომ ვერ გაემარჯვა ბატონ ტრამპს ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებდით დემოკრატების ადმინისტრაციასთან მუშაობას, თუმცა ახლა თქვენ თვითონ ატყობთ რამდენი თანხვედრა არის ღირებულებით ნაწილში ბატონ ტრამპთან.

შემდეგი მთავარი კომპონენტი არის - უკრაინაში ომის დასრულება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგედია მალე მორჩება. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ის ცუდი ინტერესი, რაც იყო საქართველოს მიმართ [მეორე ფრონტის] გაქრება და შესაბამისად, ძალიან იოლი იქნება ამ ურთიერთობის გადატვირთვა აშშ-თან, რაც ავტომატურად პოვებს ასახვას ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაზე.

დონალდ ტრამპმა ბრძოლა გამოუცხადა „დიფ სთეითს“, რასაც „ქართული ოცნება“ „გლობალური ომის პარტიად“ მოიხსენიებს. დონალდ ტრამპმა ღია ბრძოლა გამოუცხადა „დიფ სთეითს“ უკვე მოაწერა განკარგულებებს ხელი და დაიწყო ამერიკის ბიუროკრატიის გაწმენდა „დიფ სთეითისგან“.  ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ის დაამარცხებს ამ ძალებს, მინიმუმ შეასუსტებს მათ გავლენებს აშშ-ში, ვინაიდან ისინი არიან შემოქმედები იმ პრობლემებისა, რა პრობლემებიც დაუდგა საქართველოს ამ 3 წლის განმავლობაში. სწორედ მათ ემსახურებიან ჩვენი რადიკალური ოპოზიციური ძალების ლიდერები.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც კი ბატონი ტრამპი ამას შეძლებს შეერთებულ შტატებში, ეს ტენდენცია უკვე გადავა ევროკავშირში, რისი პირველი ნიშნებიც შეინიშნება. და ამ ყველაფრის ფონზე უკვე ძველ ნიშნულებზე ურთიერთობების დაბრუნება იქნება ძალიან მარტივი.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენო ფრთხილი პრაგმატული პოლიტიკა და რა თქმა უნდა, უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობები ყველასთან. ამერიკა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის ამოცანების დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დგას - ამერიკასთან აღდგეს რეალურ პარტნიორობასთან დაფუძნებული ურთიერთობები“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1737835051

მსოფლიო

„აქ არავინ იქნება ვერტმფრენი ან გედი...“ - სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, კონსტიტუციაში ორი სქესის არსებობის დაფიქსირება სურს

 სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში ორი სქესის არსებობის დაფიქსირება სურს. „აქ არავინ იქნება ვერტმფრენი, გედი, კატა ან დათვი. იქნება მხოლოდ კაცი და ქალი“, - გ...

პრემიერი

1737829272

ახალი ამბები

„ჩვენ რასაც გვინდა იმას გავანიუსებთ" - „ფორმულას“ პროდიუსერი კითხვაზე, რატომ არ გააშუქეს გუტერეშის წერილი, სადაც ყაველაშვილსა და კობახიძეს თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს

 გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ გაერო მოუთმენლად ელის საქ...

ფორმულა

1737824477

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა

 აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს....

დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა

1737819342

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში ევროკავშირთანაც ურთიერთობების გადატვირთვას გამოიწვევს

 საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დღის წესრიგშია, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში თვითო...

ლევან მაჭავარიანი

1737815314

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ლგბტ უფლებებზე პოლიტიკური შეთანხმების ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს: მოღალატე და უზნეო ოპოზიციავ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც მოაწერდით ხელს ამ სამარცხვინო დოკუმენტს?

 გიორგი გამსახურდია აქვეყნებს 15 ოპოზიციური პარტიის მიერ 2021 წლის მაისში ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც ლგბტქ+ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას წარმოადგენს. გამსახურდია ინტერესდება, მოაწერდნენ თუ არა ტ...

გიორგი გამსახურდია