ლევან მაჭავარიანი: პროპაგანდა, ბავშვებში, რა თქმა უნდა, არის წითელი ხაზი, ვისაც როგორი სექსუალური ორიენტაცია უნდა ისეთი აირჩიოს - არავის არ აინტერესებს

„ძალიან მაინტერესებს, მაგალითად, ამერიკის მხარესაც იმავეს მოუწოდებდნენ თუ არა, ვინაიდან სრულ თანხვედრაშია ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებით, ისევე, როგორც ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებით“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ახალ მემორანდუმს, სადაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონები.
როგორც დეპუტატის აცხადებს, ანტი ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონის მიღება მოსახლეობის დაკვეთა იყო.
„ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონის მიღება იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, ამ შემთხვევაშია არ ვგულისხმობ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ვგულისხმობ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, ახლა გამონაკლისის სახით შეიძლება იყოს 5-10% მაქსიმუმ. ვინაიდან ყველა ხედავს როგორი გამოწვევებია მსოფლიოში.
უკაცრავად და ვისაც როგორი სექსუალური ორიენტაცია უნდა, ისეთი შეუძლია აირჩიოს, სახლში რაც უნდა ის აკეთოს - არავის არ აინტერესებს. პროპაგანდა, ბავშვებში, რა თქმა უნდა, არის წითელი ხაზი. სამწუხაროდ, შეგნებულად არ ჩამოვთვლი ძალიან წარმატებულ ქვეყნებს, ევროკავშირის წერ ქვეყნებსაც, სადაც აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს ბავშვებშიც“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.
1743344236
სპორტიისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
2025 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისა და მიმდინარე სეზონის გრან-პრის სერიების საერთო შედეგებით (4 495 ქულა), საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემ...
1743341675
საზოგადოებამეუფე შიო: ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთის მსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას
„ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთის მსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას...ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა. ამ სენისგან გა...
1743338315
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ახალგაზრდა თაობა, რომელიც სადისტურ რეჟიმს არ მოესწრო, ვალდებულია, კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას
„ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტებზე, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე წარდგება,“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წეს...
1743335673
მსოფლიოBloomberg: უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს
უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, 28...
1743334738
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე
თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმ...